ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში მცხოვრებლები დასახლებაში სასმელი წყლის არქონას აპროტესტებენ. ინფორმაციას TV25 ავრცელებს.
ადგილობრივების თქმით გასულ თვეში წყალი არ მიეწოდებოდათ. ხოლო, ბოლო 10 დღეა, რაც წყალს მხოლოდ გრაფიკით იღებენ. ამტკიცებენ, რომ მათი კუთვნილი წყალი სოფელ დაგვას მიეწოდება.
მოსახლეობამ საკითხის მოგვარების მიზნით აქცია გამართეს. ადგილზე ქობულეთის “სოფლის წყლის“ წარმომადგენლებიც იმყოფებდნენ. როგორც მათი განმარტეს, პრობლემის შესახებ ინფორმირებულები არიან და დასახლებას წყალი უახლოეს პერიოდში აღუდგება.