ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე, სანიაღვრე კოლექტორის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტის მიხედვით, კოლექტორის გავლით სანიაღვრე წყლები არდაგანის ტბის მიმდებარედ მშენებარე სატუმბ სადგურში მოიყრის თავს. სადგური უხვი ნალექის დროს ნინოშვილისა და ჯავახიშვილის სანიაღვრე კოლექტორებიდან წყლების გადატუმბვას უზრუნველყოფს, რაც ქალაქის დატბორვის პრობლემას აღმოფხვრის. ინფორმაციას TV25 ავრცელებს.
ჯავახიშვილის ქუჩის კოლექტორის მშენებლობა ბათუმის კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის III ფაზის ფარგლებში მიმდინარეობს და 2019 წლის IV კვარტალში დასრულდება. სამუშაოების ღირებულება – 3,6 მლნ ევროს შეადგენს.