ხაშურში მერის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა. სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა ადგილობრივ ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს. წლის დასაწყისში ძლიერმა ნალექმა და ადიდებულმა მცირე მდინარეებმა ათობით საცხოვრებელი სახლი დატბორა და ხაშურის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა დააზარალა. ადგილობრივები მდინარეების კალაპოტის გაწმენდას და ზარალის ანაზღაურებას უკვე 9 თვეა ითხოვენ. პარალელურად აქცია ჩატარდა ჩუმათელეთშიც. ადგილობრივმა მოსახლეობამ შიდა ტრანსპორტის გაძვირება გააპროტესტა და მუნიციპალური ტრანსპორტის დანიშვნა მოითხოვა. აქციის მონაწილეების თქმით,...
სამგორის რაიონში 5 მისამართზე ახალი სკვერი მოეწყო, 2 მისამართზე კი სამუშაოები ამ დროისთვის მიმდინარეობს. გამგეობის ცნობით, ლორთქიფანიძის (ყოფილი კაიროს) ქუჩის N22-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ახალი სკვერი 600 კვ.მ ფართობზე ეწყობა, სადაც საბავშვო ატრაქციონები, საპარკე სკამები და სავარჯიშო ტრენაჟორები განთავსდება. ასევე, დამონტაჟდება განათების სისტემა. ამავე ქუჩაზე მეორე სკვერის მოწყობა უკვე დასრულდა. როგორც გამგეობაში აცხადებენ, ახალი სკვერი მოეწყო ქინძმარაულის შესახვევშიც. N21-ის მიმდებარედ განთავსებულ სკვერში...
გორის მუნიციპალიტეტში ბუნებრივი აირის პრობლემა კვლავ გადაუჭრელია. ამ დროისთვის 20-მდე სოფელი კვლავ გაზის გარეშეა დარჩენილი - ეს ინფორმაცია "რადიო მოზაიკას" შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში დაუდასტურეს. გასულ კვირას, გუბერნატორმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა რეგიონული განვითარების სამინისტროში სწორედ ეს საკითხი განიხილა. მისი ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი იმ სოფლებს ეხებოდა, სადაც რეალურად გაზი შეყვანილია და სახლებში არ არის მიწოდებული. "ეს პროცესი დაჩქარებული ტემპით განხროციელდება", - აცხადებენ სამხარეო...
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ხოჯევანიშვილმა რეგიონის რესურსცენტრების ხელმძღვანელებთან და საბავშვო ბაღების გაერთიანების წარმომადგენლებთან ერთად სამუშაო შეხვედრა გამართა. ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე ისაუბრეს, რომელიც მომავალი წლიდან იგეგმება. ასევე, იმსჯელეს იმ გამოწვევებზე, რაც აღნიშნული მიმართულებით არსებობს. ხოჯევანიშვილის თქმით, სკოლებისა და საბავშვო ბაღების შენობები მაქსიმალურად უნდა მოწესრიგდეს და ახალგაზრდებს საშუალება მიეცეთ სრულფასოვან გარემოში მიიღონ განათლება.
წინა სტატია შემდეგი სტატია ფიქრობს, რომ მმართველობის სამდონიანი სისტემა უნდა არსებობდეს, უნდა გადაიხედოს მუნიციპალიტეტების დაყოფის საბჭოური მოდელი, მოხდეს უფლებამოსილებების, ფინანსებისა და ქონების სრული დეცენტრალიზაცია და სამივე დონის ხელისუფლებამ საკუთარი კომპეტენციის შესაბამისად აკეთოს საქმე, - ეს არის საპრეზიდენტო კანდიდატის, დავით უსუფაშვილის მოსაზრებები ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერებასა და დეცენტრალიზაციის საკითხებზე. 2 კვირაში ქვეყნის მოსახლეობამ ახალი პრეზიდენტი უნდა აირჩიოს. droa.ge-მ გადაწყვიტა, გაეგო, თუ რას ფიქრობენ პრეზიდენტობის კანდიდატები...
ყვარელში UEFA-ს მეორე კატეგორიის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა იგეგმება. საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების მიზნით გამოცხადებულია ტენდერი, რისთვისაც 180 ათასი ლარია გათვალისწინებული. ინფორმაციას BM.GE ავრცელებს. სწორედ დოკუმენტაციის მომზადების შემდეგ გაირკვევა, რა დაჯდება 2 000 კაცზე გათვლილი, დახურულ ტრიბუნიანი სტადიონის მშენებლობა, რომელსაც მუნიციპალური განვითარების ფონდი დააფინანსებს. აღნიშნული ობიექტი, გასული საუკუნის 80-იან წლებში დაწყებული და დაუსრულებელი სპორტული კომპლექსის ტერიტორიაზე უნდა აშენდეს. უეფას წესების მიხედვით, მეორე კატეგორიის სტადიონზე,...
წინა სტატია გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, თბილისში მდებარე ბაღებისა და სკოლის ეზოებში ტყვიის გადაჭარბება არ ფიქსირდება. როგორც ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს ხელმძღვანელმა ნოე მეგრელიშვილმა "საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა, ამ დროისთვის 20-მდე სინჯია აღებული, ყველა შემთხვევაში კი ჰაერში ტყვიის შეცველობა ნორმაზე რამდენჯერმე ნაკლებია. ინფორმაციას BM.GE ავრცელებს. “ტყვიით დაბინძურების კუთხით არანაირი პრობლემა არ არის, უფრო მეტიც რამდენჯერმე მცირეა ნორმაზე. ამას ადასტურებდა...
კოსტავასა და შარტავას ქუჩების რეაბილიტაციის გამო შუქნიშნები 10 დღე გათიშული იქნება. თბილისის მერიის ინფრმაციით, ამჟამად, შუქნიშნების სარეკონსტრუქციო სამუშაოები შემდეგ მისამართებზე მიმდინარეობს: კოსტავასა და მიროტაძის ქუჩების გადაკვეთაზე; კოსტავას ქუჩა N75-თან; კოსტავას ქუჩა N77-თან; შარტავასა და კალანდაძის ქუჩების გადაკვეთაზე. როგორც მერიაში აცხადებენ,  სააკაძის მოედანი ქვეითთათვის, მათ შორის, შშმ პირებისთვის ადაპტირდება და არსებულ შუქნიშნებს ქვეითთა სექციებიც დაემატება. ასევე, ქვეითთა შუქნიშნები შარტავას ქუჩა N7-თან - თბილისის...
150-ზე მეტმა ახალგაზრდამ მონაწილეობა მიიღო ახალგაზრდულ ფორუმში, რომელიც 2018 წლის 14 ოქტომბერს ბათუმში გაიმართა. ფორუმის მონაწილეებმა სოფლის განვითარებაში ახალგაზრდა მოქალაქეების როლზე იმსჯელეს. ღონისძიების მიზანი იყო ახალგაზრდებში ლიდერობის უნარების განვითარება, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათი ჩართვა და ადგილობრივ თვითმმართველობასთან ეფექტიანი თანამშრომლობის ხელშეწყობა. ფორუმის ფარგლებში შეიქმნა კარგი სადისკუსიო სივრცე სოფლის განვითარების ყველაზე მწვავე საკითხებისა და მათი გადაჭრის გზების განსახილველად. ახალგაზრდებმა საკუთარი დამოკიდებულება გამოხატეს...
ხულოს მუნიციპალიტეტს სოფელ უჩხოში ახალი ბიბლიოთეკა გაიხსნა. მერიის ცნობით, ახალი ბიბლიოთეკა პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკისა და საბიბლიოთეკო ასოციაციის ერთობლივი პროექტის "ინტერნეტი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას“ ფარგლებში, ხულოს მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით გაიხსნა. როგორც მერიაში აცხადებენ, აღნიშნული პროექტი კვლავაც გაგრძელდება, შედეგად კი მუნიციპალიტეტის მასშტაბით ბიბლიოთეკების რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება. გახსნას ადგილობრივი ხელისუფლების, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის, საბიბლიოთეკო ასოციაციის, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის და ბათუმის აკაკი წერეთლის...
ქალაქ ცაგერში N2 ბაგა-ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების პროცესშია. მერიის ცნობით, აღნიშნულ საბავშვო ბაღში დამონტაჟდა ცენტრალური გათბობა და მოეწყო ახალი სველი წერტილები. ამასთან, განახლდა საბავშვო ოთახები და  სამზარეულო. მერიის განმარტებით, ახალი ბაგა-ბაღი თანამედროვე სტანდარტებს შეესაბამება. როგორც მერიაში აცხადებენ, ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ეზოს მოპირკეთება, შეღებვა და დასუფთავება. "სულ მალე აღსაზრდელები ამორტიზირებული შენობის ნაცვლად, განახლებულ ბაგა-ბაღში დაბრუნდებიან", - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ხულოს მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოები მიმდინარეობს. "შესყიდული იქნა 630 კუბური მეტრი მზა ბეტონი, რომელიც დეკანაშვილების, ქედლების, ძირკვაძეების, განახლების, გოდგაძეების, ოქრუაშვილების, დუაძეების, უჩხოს, ზემო ვაშლოვანის, ქვემო ვაშლოვანის, თაგოს, დიდაჭარის, ირემაძეების, გობაძეებისა და ბოღაურის სასოფლო გზებზე მოეწყობა", - აცხადებენ ხულოს მერიაში. სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რომლისთვისაც ხულოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 115 920 ლარი გამოიყო, ტენდერში გამარჯვებული კომპანია შ.პ.ს. "გიო+2016“ ახორციელებს. მერიის ცნობით, ბეტონის საფარს ეტაპობრივად სხვა...
ავტორები: ქრისტინე მუჯირი / ქეთევან ღვედაშვილი "ლიბერალი" ოგორი მშვენიერი უნდა იყოს ქალაქი, რომ ამ მშვენიერების კვალი დანგრეულსა და გაღარიბებულსაც ეტყობოდეს. ასეთია წყალტუბო - უზარმაზარი ბალნეოლოგიური ზონით ქალაქის შუაგულში და საბჭოთა კავშირის დროინდელი სანატორიუმებით. წყალტუბოს მუნიციპალიტეტი 42 სოფელს აერთიანებს. თავად ქალაქი კი, რომელსაც 1920 წლიდან ბალნეოლოგიური კურორტის სტატუსი აქვს და წლების განმავლობაში  ტურისტების ნაკადს ვერ იტევდა, ახლა თავისივე მცხოვრებლების საჭიროებების დაკმაყოფილებას ვერ ახერხებს. უმუშევრობისა და სხვა სოციალური...
საჩხერის სასწრაფო სამედიცინო დახმარებას ახალი ადმინისტრაციული შენობა აქვს. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ახალი შენობა სრულად არის აღჭურვილი საჭირო ინვენტარითა და კომპიუტერებით. ამასთან, ცენტრში სამუშაო, მოსასვენებელი და ტექნიკური 11 ოთახია გამოყოფილი. ხოლო, გარე პერიმეტრზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკის განსათავსებლად, სპეციალური სივრცეა მოწყობილი. ცენტრი იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა შავლეგო ტაბატაძემ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორ, ავთანდილ თალაკვაძესთან, საჩხერის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარ დეპუტატ პაატა...
წინა სტატია გუდაურში 6 ახალი საბაგირო შენდება, სასრიალო არეალი კი 20%-ით იზრდება. ახალი საბაგიროების მშენებლობით კურორტზე 3.5-ჯერ გაიზრდება გამტარუნარიანობა, რაც იმას ნიშნავს, რომ საბაგიროები გაცილებით მეტი მოთხილამურის ერთად მიღებას შეძლებს. ასევე, კურორტზე ხელოვნური გათოვლიანების სისტემის მე-2 ფაზის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც ზამთრის სეზონზე დასრულებული იქნება. შეგახსენებთ, რომ ხელოვნური გათოვლიანების პირველი ფაზა გუდაურში 2015 წელს განხორციელდა.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 16 ბაღში სამზარეულოებს რეაბილიტაცია უტარდევა, მერიის ცნობით, სამზარეულოების მოსაწესრიგებლად მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 69 478 ლარი გამოიყო. როგორც მერიაში აღნიშნავენ, პროექტის მიხედვით თექვსმეტივე საბავშვო ბაგა-ბაღში მოეწყობა ახალი სათავსოები, შეიცვლება მოძველებული კარ-ფანჯარა, დამონტაჟდება მწერებისაგან დამცავი ბადეები, გამწოვი და გამათბობელი. ასევე, განახლდება ჭერი, კედლები და იატაკი კი მოპირკეთდება კერამიკული ფილებით. ამასთან, შეიცვლება საკანალიზაციო სისტემა. საბავშვო ბაღებში სამუშაოები ნოემბრის ბოლოსათვის დასრულდება. მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ