ხაშურის მერის გადადგომის მოთხოვნით აქცია გაიმართა

848

წლის დასაწყისში ძლიერმა ნალექმა და ადიდებულმა მცირე მდინარეებმა ათობით საცხოვრებელი სახლი დატბორა და ხაშურის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა დააზარალა. ადგილობრივები მდინარეების კალაპოტის გაწმენდას და ზარალის ანაზღაურებას უკვე 9 თვეა ითხოვენ.

პარალელურად აქცია ჩატარდა ჩუმათელეთშიც. ადგილობრივმა მოსახლეობამ შიდა ტრანსპორტის გაძვირება გააპროტესტა და მუნიციპალური ტრანსპორტის დანიშვნა მოითხოვა.

აქციის მონაწილეების თქმით, მათ გზებისა და სასმელი წყლის პრობლემაც აქვთ, თუმცა ყურადღებას არავინ აქცევს. ისინი რეაგირებისთვის ადგილობრივ ხელისუფლებას რამდენინე დღეს აძლევენ. იმ შემთხვევაში თუ პრობლემები არ მიგვარდა, პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავენ და ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვას აპირებენ.