წყალტუბო – კურორტი ხავსში

1614

ავტორები:

ქრისტინე მუჯირი / ქეთევან ღვედაშვილი

“ლიბერალი”

ოგორი მშვენიერი უნდა იყოს ქალაქი, რომ ამ მშვენიერების კვალი დანგრეულსა და გაღარიბებულსაც ეტყობოდეს. ასეთია წყალტუბო – უზარმაზარი ბალნეოლოგიური ზონით ქალაქის შუაგულში და საბჭოთა კავშირის დროინდელი სანატორიუმებით.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტი 42 სოფელს აერთიანებს. თავად ქალაქი კი, რომელსაც 1920 წლიდან ბალნეოლოგიური კურორტის სტატუსი აქვს და წლების განმავლობაში  ტურისტების ნაკადს ვერ იტევდა, ახლა თავისივე მცხოვრებლების საჭიროებების დაკმაყოფილებას ვერ ახერხებს. უმუშევრობისა და სხვა სოციალური პრობლემების გამო, მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ნაწილი გადარჩენისთვის ბრძოლას საზღვარგარეთ განაგრძობს. საქსტატის 2018 წლის მონაცემებით, მუნიციპალიტეტში 51 400 ადამიანი ცხოვრობს, ოთხი წლის წინ კი მათი რაოდენობა 5,5 ათასით მეტი იყო.

მიუხედავად კურორტის სტატუსისა, წყალტუბო უფრო დაცარიელებულ, მიტოვებულ ადგილს ჰგავს, ვიდრე ხალხმრავალ, ტურისტულ ზონას. თითქოს მისი არსებობა მხოლოდ იმ ადამიანების ცნობიერებაში შემორჩა, საბჭოთა კავშირს ნოსტალგიით რომ იხსენებენ.  თავად ქალაქიც წარსულზე უფრო მეტს გვიყვება, ვიდრე აწმყოზე.

წყალტუბოს განაშენიანება მაქსიმალურადაა მორგებული ბალნეოლოგიური კურორტის თავისებურებებს – ქალაქის შუაგულში უზარმაზარი ბალნეოლოგიური და რეკრეაციული ზონა ბილიკებით, პატარა მდინარით, ხიდებითა და სამკურნალო აბანოებით. თუმცა მათი ნაწილი მხოლოდ დანგრეულ შენობებად შემორჩენილა. ამ ზონას გარს სანატორიუმები აკრავს. მხოლოდ ამის შემდეგ ჩნდება სახლები, სავაჭრო სივრცეები და სხვა დაწესებულებები.

სტატიის სრულად წასაკითხად გადადით ბმულზე