გუდაურში 6 ახალი საბაგირო შენდება

881

წინა სტატია

გუდაურში 6 ახალი საბაგირო შენდება, სასრიალო არეალი კი 20%-ით იზრდება.

ახალი საბაგიროების მშენებლობით კურორტზე 3.5-ჯერ გაიზრდება გამტარუნარიანობა, რაც იმას ნიშნავს, რომ საბაგიროები გაცილებით მეტი მოთხილამურის ერთად მიღებას შეძლებს.

ასევე, კურორტზე ხელოვნური გათოვლიანების სისტემის მე-2 ფაზის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც ზამთრის სეზონზე დასრულებული იქნება. შეგახსენებთ, რომ ხელოვნური გათოვლიანების პირველი ფაზა გუდაურში 2015 წელს განხორციელდა.