შიდა ქართლის გუბერნატორი რესურსცენტრისა და ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელებს შეხვდა

921

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ხოჯევანიშვილმა რეგიონის რესურსცენტრების ხელმძღვანელებთან და საბავშვო ბაღების გაერთიანების წარმომადგენლებთან ერთად სამუშაო შეხვედრა გამართა.

ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე ისაუბრეს, რომელიც მომავალი წლიდან იგეგმება. ასევე, იმსჯელეს იმ გამოწვევებზე, რაც აღნიშნული მიმართულებით არსებობს.

ხოჯევანიშვილის თქმით, სკოლებისა და საბავშვო ბაღების შენობები მაქსიმალურად უნდა მოწესრიგდეს და ახალგაზრდებს საშუალება მიეცეთ სრულფასოვან გარემოში მიიღონ განათლება.