წინა სტატია
სტატია მომზადებულია "სამხრეთის კარიბჭის" მიერ
ავტორი: ლუბა გიორგაძე
2 და 3 ოქტომბერს, როცა სალომე ზურაბიშვილი სამცხე–ჯავახეთში შეხვედრებს მართავდა, სამხარეო ადმინისტრაციიდან და მერიებიდან შვებულებაში 80–ზე მეტი თანამშრომელი იყო. ამავე უწყებებში, წინასაარჩევნო პერიოდში კი, სხვადასხვა დროს, შვებულებაში 192 თანამშრომელი გავიდა.
მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი სამცხე–ჯავახეთს 2 და 3 ოქტომბერს სტუმრობდა. პირველ დღეს იგი ახალქალაქში, ნინოწმინდასა და ასპინძაში იმყოფებოდა.
ამ პერიოდში შვებულებაში...
წინა სტატია
დედაქალაქში 9 მისამართზე ტაქსების პარკირების ადგილები დაიხაზა. ყვითელ ფერში შესრულებული მონიშვნები რუსთაველის გამზირზე, მეტროსადგურ "თავისუფლების მოედანთან“; ქავთარაძის ქ. N44-თან, ვაჟა ფშაველას გამზირის N41 და N71-თან, ყაზბეგის გამზირის N12-თან, იონა ვაკელის ქუჩაზე, რესპუბლიკური საავადმყოფოს მიმდებარედ, წინანდლის ქუჩაზე, პირველი კლინიკური საავადმყოფოს მიმდებარედ, პაიჭაძისა და მიქელაძის ქუჩების გადაკვეთაზე და ლუბლიანას ქ. N21ა-სთან გაკეთდა.
თბილისის მერიამ ტაქსების უფასო პარკირებისთვის, დედაქალაქის მასშტაბით, 274 ადგილზე...
წინა სტატია
თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსისი მამუკა მუმლაძის თქმით, პარკირების საათობრივი საფასური, შესაძლოა, 20 თეთრიდან დაიწყოს, თუმცა არ გამორიცხავს, რომ შედეგის შესაბამისად, ფასი გაიზარდოს. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
"ფასი შეიძლება 20 თეთრიდან იყოს, თუმცა შედეგზე ორიენტირებული იქნება. ჩვენ თუ კონკრეტულ ქუჩებზე იგივე შედეგი დაგვხვდა, სადაც ტრანსპორტი გავაუმჯობესეთ, ე.ი ფასი უნდა გაიზარდოს. ფასის ზრდა ან კლება დამოკიდებული იქნება შედეგზე. მაცხოვრებლებისთვის იქნება ის...
წინა სტატია
პარკირების საათობრივი გადასახადი პირველ ეტაპზე თბილისის ორ რაიონში - ძველ თბილისსა და საბურთალოზე დაწესდება. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის მამუკა მუმლაძის განცხადებით, ძველ თბილისში საათობრივი პარკირება საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყება, მოიცავს ყველა ახლომდებარე ქუჩას ზაარბრიუკენის მოედნამდე და ამაღლების ქუჩამდე. რაც შეეხება საბურთალოს რაიონს, საათობრივი პარკირება დაწესდება შარტავას, კოსტავას, პეკინის, ვაჟა-ფშაველას, ყაზბეგისა და მიცკევიჩის ქუჩებზე.
"პარკირების ნაწილში...
გურჯაანის მერი არჩილ ხანდამაშვილი სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს შექმნას გეგმავს. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.
მერს სათათბირო ორგანოს ჩამოყალიბება ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 86-ე მუხლის მიხედვით ევალება. როგორც არჩილ ხანდამაშვილმა განაცხადა, კანდიდატურის წარდგენა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ მეწარმე იურიდიულ პირებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და დაინტერესებულ მოქალაქეებს შეუძლიათ.
განცხადებების მიღება მიმდინარე წლის 26 ოქტომბრამდე გაგრძელდება. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოში გაწევრიანების მსურველებს განაცხადების წარდგენა მერიის ადმინისტრაციულ სამსახურში ან ელექტრონულ ფოსტაზე ...
წინა სტატია
ქუთაისის მერია იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ყოფილი შენობის ნაწილს სთხოვს. მერიამ შენობა მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლისთვის მოითხოვა. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს.
კულტურის ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელის ვაჟა ჟუღელის განცხადებით, ამ დროისთვის საუბარია სადგურის მოედანზე არსებული შენობის ერთ სართულზე, თუმცა არაა გამორიცხული შენობაში დამატებითი ფართი მოიძებნოს.
მერიაში იუსტიციის და ეკონომიკის სამინისტროების პასუხს ელოდებიან. რაც შეეხება მოსწავლე-ახლაგაზრდობის სასახლეს, რამდენიმე ოთახს რეაბილიტაცია ჩაუტარდება და მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის გადასვლის შემდეგ ახალი...
თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ დედაქალაქს ჯამში 900 ავტობუსი ეყოლება, ხოლო ყოველდღიურად ხაზებზე 750 იმოძრავებს.
მისივე ინფორმაციით, დედაქალაქს უახლოეს მომავალში 90 ავტობუსი დაემატება, 220 ავტობუსის შესყიდვაზე კი ტენდერი გამოცხადდება.
"2019 წლის ბოლომე გვეყოლება სრულად განახლებული ავტობუსების პარკი, ხოლო 900-მდე ავტობუსი 2020 წლის მეორე კვარტლამდე. თუ მიკროავტობუსების ნაწილში განახლება არ მოხდა, თუ მათ კომფორტი...
თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ დედაქალაქისთვის 90 ახალი ავტობუსი უკვე შეძენილია, ხოლო 220 ავტობუსის შეძენაზე ტენდერი თვის ბოლომდე გამოცხადდება.
მისი თქმით, მერია გეგმავს, რომ 2019 წლის ბოლოსთვის ყვითელი ავტობუსები სრულად ჩაანაცვლონ. მუმლაძის განცხადებით, ფრანგული კომპანია ჩაატარებს კვლევას და გამოკითხვების შედეგად გამოავლენს, უბნებს რომლებსაც მუნიციპალური ავტობუსები არ ემსახურებათ.
"რეალურად ჩვენ რაც გვყავს მიკროავტობუსები და ავტობუსები,...
თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ 200-მდე მიკროავტობუსი და 100-მდე ავტობუსი ტექნიკური ინსპექტირების გაუვლელობის გამო გაჩერებულია.
"თავის დროზე, 200-მდე ავტობუსმა ხაზზე მოძრაობა შეყვიტა. ეს იყო 12-მეტრიანი ავტობუსები, რომელიც მოძველებული იყო ექსპლუატაციის კუთხით. ამის გამო ხაზები დაიჩეხა და რეალურად მიკროავტობუსებმა გადაინაწილეს ეს ხაზები. 35-მდე ხაზი აღსადგენია და ჩვენ ეს პროცესი უკვე დაწყებული გვაქვს. გვაქვს...
წინა სტატია
როგორც ცნობილია, ხულოს მერი გოჩა მელაძე თანამდებობიდან გადადგა. თანამდებობა დატოვა მისმა პირველმა მოადგილემ, ლაშა ბოლქვაძემაც, რომელსაც შემცვლელი გადადგომისთანავე მოუნახეს - ხულოს პოლიციის უფროსი ვახტანგ ბერიძე. სწორედ ბერიძე შეასრულებს მერის მოვალეობას მერის რიგგარეშე არჩევნებამდე, რომელიც, კანონმდებლობის თანახმად, სავარაუდოდ, მაისში გაიმართება. მისი ამ თანამდებობაზე სასწრაფოდ დანიშვნა, როგორც ჩანს, მერის გადადგომას უკავშირდება იმისათვის, რომ სწორედ მას შეესრულებინა მერის მოვალეობა.
ვახტანგ ბერიძე, მერის პირველ მოადგილედ...
წინა სტატია
შემდეგი სტატია
ხულოს მერისა და მოადგილის გადადგომასთან დაკავშირებით მესამე სექტორში შეფასებები გააკეთეს. ინფორმაციას TV25 ავრცელებს.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში“ პროცესს გაუმჭვირვალეს უწოდებენ. მალხაზ ჭკადუა არჩეული მერის უპასუხისმგებლობასა და ამომრჩველების წინაშე ვალდებულებაზე საუბრობს.
იგივეს ფიქრობენ "დემოკრატიის ინსტიტუტშიც“. არჩილ ხახუტაიშვილის განცხადებით, კითხვის ნიშნები არსებობს და მიიჩნევს, რომ მსგავს შემთხვევებში თანამდებობის პირებმა გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება, მოსახლეობას დროულად და ამომწურავად უნდა მიაწოდონ.
შეგახსენებთ, რომ ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა...
წინა სტატია
შემდეგი სტატია
ხულოს მუნიციპალიტეტის პირდაპირი წესით არჩეულმა მერმა, გოჩა მელაძემ და მისმა პირველმა მოადგილემ, ლაშა ბოლქვაძემ თანამდებობები დატოვეს.
ხულოს მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, მათ თანამდებობები საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვეს.
"7 ოქტომბერს, განცხადების საფუძველზე, თანამდებობა დატოვა მერის პირველმა მოადგილემ ლაშა ბოლქვაძემ. პირველ მოადგილედ ვახტანგ ბერიძე დაინიშნა. გუშინვე, მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა მელაძემ ხულოს საკრებულოს განცხადებით მიმართა თანამდებობიდან წასვლის შესახებ. კანონმდებლობის შესაბამისად, აღნიშნული განცხადება დაკმაყოფილდა. ხულოს...
დედაქალაქის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის, მამუკა მუმლაძის ინფორმაციით, შარტავასა და კოსტავას ქუჩებზე სპეციალური შუქნიშნები დამონტაჟდება, რომლებიც ჯერ ავტობუსს გაატარებს და შემდეგ კერძო ავტომობილს. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
როგორც მუმლაძემ განაცხადა, ასეთი შუქნიშანი ბაგებში უკვე დამონტაჟებულია და მუშაობს.
"ეს შუქნიშანი როდესაც ხედავს, რომ ავტობუსი გაჩერდა, მთლიანად აჩერებს წყნეთიდან მოძრაობას და ავტობუსი გამოდის. ასეთი შუქნიშნები უნდა დავაყენოთ შარტავა-კოსტავაზე, ასევე, ეს შუქნიშნები გაკეთდება ისეთ...
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელმა ფეისბუკზე საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდამჭერი ვიდეორგოლი გააზიარა. ა(ა)იპ "ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის“ თანამშრომელმა თემურ კიკალეიშვილმა სალომე ზურაბიშვილის სარეკლამო ვიდეო მისივე საარჩევნო სლოგანით - "ერთად საქართველოსთვის“ გუშინ დღის 1 საათსა და 15 წუთზე გააზიარა. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ მიიჩნევს, რომ ფაქტით საოლქო საარჩევნო კომისია უნდა დაინტერესდეს. ორგანიზაციის ზუგდიდის ოფისის კოორდინატორ არჩილ თოდუას შეფასებით, სამუშაო საათებში სოციალური...
წინა სტატია
ახალციხეში პოლიციის ეზოსა და ცენტრალურ პარკში ივლისში შეკეთებული საბავშვო ატრაქციონები დაზიანებულია. მათ მოსაწერიგებლად მერიამ სამი თვის ბიუჯეტიდან 5 900 ლარი გაწერა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
გატეხილი ატრაქციონები ძირს ყრია თამარაშვილის ქუჩაზე, პოლიციის წინ მდებარე სკვერშიც. ადგილობრივების თქმით, ატრაქციონები აქ სამი დღის წინ დაზიანდა.
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში ამბობენ, რომ დაზიანებულ საბავშვო ატრაქციონებს ქალაქის მასშტაბით ზედამხედველობის სამსახური უკვე სწავლობს.
შეგახსენებთ, რომ ახალციხის მუნციპალიტეტის...
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეს განაშენიანების რეგულირების გეგმა ექნება. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.
გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის, დავით სონღულაშვილის თქმით, აღნიშნული გეგმა მოიცავს ველისციხის უბნების, საფეხმავლო და ერთმანეთთან დამაკავშირებელი ქუჩების, ველისციხის ბაზრის და ცენტრის განვითარების გეგმის შექმნას.
"არქიტექტორების ჯგუფი, რომლებმაც რამდენიმე თვის წინ გაიმარჯვეს ტენდერში, მუშაობენ ველისციხის განაშენიანების რეგულირების გეგმის შექმნაზე, რაც მოიცავს ველისციხის თითოეული უბნის, საფეხმავლო და ერთმანეთთან დამაკავშირებელი ქუჩების, ველისციხის ბაზრის და...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































