ახალციხეში პოლიციის ეზოსა და ცენტრალურ პარკში ივლისში შეკეთებული საბავშვო ატრაქციონები დაზიანებულია. მათ მოსაწერიგებლად მერიამ სამი თვის ბიუჯეტიდან 5 900 ლარი გაწერა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
გატეხილი ატრაქციონები ძირს ყრია თამარაშვილის ქუჩაზე, პოლიციის წინ მდებარე სკვერშიც. ადგილობრივების თქმით, ატრაქციონები აქ სამი დღის წინ დაზიანდა.
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში ამბობენ, რომ დაზიანებულ საბავშვო ატრაქციონებს ქალაქის მასშტაბით ზედამხედველობის სამსახური უკვე სწავლობს.
შეგახსენებთ, რომ ახალციხის მუნციპალიტეტის მერიამ ექვს ივლისს ხელშეკრულება შპს “დიზაინმეტალთან“ გააფორმა, რომელსაც ახალციხის მუნიციპალიტეტის სკვერებში დაზიანებული საბავშვო ატრაქციონებისათვის დეტალები უნდა შეესყიდა და დაემონტაჭებინა.