2019 წელს ქუთაისის მერიის შენობა შშმ პირებზე სრულად იქნება ადაპტირებული. მერიის ინფორმაციით, ქუთაისის მერის მოადგილე ნინო თვალთვაძე, USAID-ის პროგრამა GGI-ს წარმომადგნელებს შეხვდა არქიტექტორ მაკა შელეკიძესთან ერთად შეხვდა, სადაც ქუთაისის მერიის შენობის, შეზღუდული შესაძლებლობის პირებისთვის ადაპტირების საკითხი განიხილეს. არქიტექტორმა მერის მოადგილესა და ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად, შენობა დაათვალიერა და ტექნიკური დავალების მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნო. "წლის ბოლოს ქუთაისის მერიას მზა ტენიკური დავალება გადაეცემა, რომლის თანახმად...
მთაწმინდაზე, კაკაბაძის ქ. N33-ის მიმდებარედ, გრუნტის დამჭერი გრავიტაციული კედლის - გაბიონის მშენებლობა მიმდინარეობს. გამგეობის ცნობით, 31 გრძივი მეტრის გაბიონი მამადავითის ქედის ფერდობს, რომელიც საკმაო ქანობით ხასიათდება და ქუჩაზე გზის სავალ ნაწილს ემიჯნება, ჩამოშლის საფრთხისგან დაიცავს. გრავიტაციული კედლის მოწყობა მიმდინარე თვეში დასრულდება. პროექტის ღირებულება 72 660 ლარია.
ხუდადოვისა და მესხის ქუჩების კვეთაზე სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა. გამგეობის ცნობით, აღნიშნული ინფრასტრუქტურული სამუშაოები 220 კვ.მ ფართობზე შესრულდა და პროექტის ფარგლებში, გამწვანებული სივრცე, სარწყავი სისტემა, გარეგანათების ქსელი, ბორდიური, ფილები, სკამები და სანაგვე ურნები მოეწყო. ასევე, კაუჩუკის მოედანზე დამონტაჟდა საბავშვო გასართობი ატრაქციონები. სკვერის რეაბილიტაციისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 48 651 ლარი გამოიყო.
ისნის რაიონში, სამ მისამართზე, რკინა-ბეტონის კიბე და 11 მისამართზე გარეგანათების სისტემა  დაამონტაჟეს. გამგეობის ცნობით, აღნიშნული პროექტები ვარკეთილის IV მიკრორაიონის III კვარტალში, N157-ე საჯარო სკოლასთან, მოსკოვის გამზირზე N19-სა და ნაქერალას ქუჩიდან მუჯირიშვილის ქუჩამდე მონაკვეთში განხორციელდა. გარდა ამისა, მათივე ინფორმაციით, გარეგანათების ახალი სისტემა კიდევ 8 მისამართზე დამონტაჟდა, მათ შორის: ვაზისუბნის IV მიკრორაიონის, I კვარტლის N172-ე საჯარო სკოლასთან; ვაზისუბნის I მიკრორაიონის, N15-ე კორპუსის მიმდებარე სკვერში; ვაზისუბნის...
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შევიდა მოქალაქეთა განცხადება, ქალაქში ნონა გაფრინდაშვილის ძეგლის დადგმის მოთხოვნით. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს. ინიციატივა ფეხბურთის ფედერაციის ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელს, როლანდ მაქაცარიას ეკუთვნის. განცხადებას ხელს 30 ადამიანი აწერს, თუმცა როგორც როლანდ მაქაცარია განმარტავს, საჭიროების შემთხვევაში ასობით ხელმოწერას შეაგროვებს. "ნონა გაფრინდაშვილი არის ჩვენი ავტორიტეტი. ის არის ჩვენი დედოფალი. მისი ძეგლი გვინდა იყოს ანდრია დადიანის ძეგლის გვერდით, ზუგდიდის საჭადრაკო სკოლის წინ“, -...
ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გურასპაშვილმა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ ჯანაშვილმა ხაშურელ ამომრჩეველს ყოველწლიური ანგარიში წარუდგინეს. როგორც  ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, შეხვედრაზე მომხსენებლებმა იმ ინფრასტრუქტურულ, სოციალურ, კულტურულ და სამოქალაქო პროექტების შესახებ ისაუბრეს, რომელიც გასული წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტში განხორციელდა. ამასთან, მათივე ცნობით, განიხილეს სამომავლო გეგმებიც. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ორგანული კანონის ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის მერი ვალდებულია, წელიწადში ერთხელ მაინც, არაუგვიანეს 1 ნოემბრისა,...
წინა სტატია რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განცხადა, რომ მცხეთაში მცირე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გამოცხადებულ მორატორიუმზე გარკვეული შეზღუდვები, შესაძლოა, მოიხსნას. როგორც ცქიტიშვილმა აღნიშნა, ეს არ აისახება მცხეთის კულტურული მემკვიდრეობის სტატუსზე. "მცხეთის მორატორიუმს რაც შეეხება, კულტურის სამინისტროსთან და იუნესკოსთან ერთად აქტიური კონსულტაცია გვაქვს. უახლოეს მომავალში არის დაგეგმილი იუნესკოს ექსპერტების ჩამოსვლა. ჩვენ ვგეგმავთ მათთან ერთად განვიხილოთ ის ცვლილებები, რაც გვინდა მორატორიუმში განვახორციელოთ, რომელიც, პირველ რიგში, მიმართული...
ქალაქ ამბროლაურში საკანალიზაციო ქსელის მოწყობა მიმდინარეობს. მერიის ცნობით, აღნიშნული პროექტის ღირებულება 2 მილიონამდე ლარს შეადგენს და მისი დასრულება 2019 წლის ბოლოს იგეგმება. როგორც მერიაში აცხადებენ, პროექტი მდინარე რიონისა და მდინარე კრიხულას სანაპიროებზე 7 სხვადასხვა სიმძლავრის კოლექტორის მოწყობას ითვალისწინებს. მათივე ცნობით, სამუშაოები ეტაპობრივად სხვადასხვა ქუჩაზე ხორციელდება. "სამუშაოების დასრულების შემდეგ ქალაქში სრულად მოწესრიგებული საკანალიზაციო სისტემა იქნება, რომლითაც ქალაქ ამბროლაურში მცხოვრები ყველა ოჯახი ისარგებლებს",...
სამტრედიის მუნიციპალიტეტში, ეწერის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ახალსოფელში, 850 მეტრი ასფალტო-ბეტონის გზის მოპირკეთებითი სამუშაოები მიმდინარეობს. მერიის ინფორმაციით, ახალსოფელში ცენტრალური გზიდან ბორანამდე მისასვლელი გზა მოსახლეობისთვის სირთულეს წარმოადგენდა. ამასთან, აღნიშნული გზა სამტრედიის მუნიციპალიტეტს, ვანის მუნიციპალიტეტის სამ სოფელთანაც აკავშირებს. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება, სამუშაოებს კი ტენდერში გამარჯვებული კომპანია "ლატექსი" აწარმოებს.
წინა სტატია სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ბიუჯეტი მომავალ წელს დაახლოებით 20 მილიონი ლარი იქნება, - ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა პროგრამის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. როგორც ცქიტიშვილმა აღნიშნა, იმ შემთხვევაში, თუ პროექტების რაოდენობა არ იქნება, ან პროექტი არ იქნება ისეთი, რომელიც კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს, ეს თანხა მიმართული იქნება რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდში და მუნიციპალურ საჭიროებებს მოხმარდება. "სოფლის მხარდაჭერის პროგრამა არის...
წინა სტატია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის საბავშვო ბაღის აღსაზრდელები დღეიდან დაქირავებულ ფართში ივლიან. სააღმზრდელო დაწესებულება ერთ-ერთი ადგილობრივის საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე განთავსდა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. “ამ ეტაპზე, ბაღში 127 აღსაზრდელი ირიცხება. სულ არის 3 ჯგუფი, შეიძლებოდა ერთი ჯგუფიც დაგვემატებინა, მაგრამ მეტის საშულებას არ გვაძლევს ის ფართი, სადაც ახლა განთავსდა საბავშვო ბაღი. ნორმალური სიტუაციაა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ბავშვებისთვის შევქმნათ საუკეთესო...
თბილისის მერიამ, მის დაქვემდებარებაში მყოფი 76 სსიპ-ისა და ა(ა)იპ-ის ფინანსური აუდიტის მიზნით გამოცხადებული ტენდერები შეწყვიტა. ინფორმაციას BM.GE ავრცელებს. ამის მიზეზი საქართველოს აუდიტორთა, ბუღალტერთა და ფინანსურ მენეჯერთა პროფესიული ფედერაციის მიერ, დავების საბჭოში შეტანილი საჩივრები გახდა, რომელიც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მუნიციპალიტეტს სატენდერო დოკუმენტაციის გადახედვა დაევალა. თუმცა მერიაში მიიჩნიეს, რომ"გასაჩივრების გამო მნიშვნელოვნად შემცირდა მომსახურების გაწევის ვადა“ და ტენდერის შეწყვეტა მიზანშეწონილად ჩათვალეს. სატენდერო კომისიის...
წინა სტატია თბილისის მერიამ საქართველოს პარლამენტის მხარდაჭერით, კანონპროექტი მოამზადა, რომელიც ჰაერის დაბინძურების მიმართულებით, სანქციების გამკაცრებას ითვალისწინებს. ინორმაციას BM.GE ავრცელებს. კანონპროექტი ითვალისწინებს ცვლილებებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში. დოკუმენტის პირველადი ვარიანტის მიხედვით, სანქციები შემდეგი სახის იქნება: თბილისის ტერიტორიაზე ამტვერებადი მასალის სველი მეთოდის გარეშე დამუშავება (დაჭრა, დაფქვა, დახერხვა, დაქუცმაცება და სხვა.), რომელიც ვერ უზრუნველყოფს მტვერჩახშობას:  გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 1 000...
მუნიციპალური განვითარების ფონდი უახლოეს დღეებში ზუგდიდში და წყალტუბოში დევნილთა საცხოვრებელი სახლების მშენებლობაზე ტენდერს გამოაცხადებს, - ამის შესახებ რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა მუნიციპალური განვითარების ფონდის ღონისძიებაზე განაცხადა, სადაც ფონდმა დევნილთა საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობასთან დაკავშირებით, ღია კარის დღე გამართა და სამშენებლო კომპანიებს გამოსაცხადებელ ტენდერები წინასწარ წარუდგინა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს. "ჩვენ მუნიციპალური განვითარების ფონდთან ერთად ვაგრძელებთ შეხვედრებს, ღია კარის დღეებს და სამშენებლო...
ქუთაისის მერია მიწის ნაკვეთებს განვადებით ყიდის. მერიის ეკონომიკურის სამსახურის უფროსის, გიორგი გიორგობიანის თქმით, მიწის ნაკვეთების ამ ფორმით გასხვისება მხოლოდ სასტუმროების მშენებლობის მიზნით ხდება. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს. საკრებულოს ეს დადგენილება დაგხვდა. ჩვენ მზად ვართ, სასტუმროების მშენებლობებისთვის მიწის ნაკვეთი ორწლიანი განვადებით გავცეთ", – განმარტავს გიორგი გიორგობიანი. ქუთაისის მერიამ განვადებით უკვე გაყიდა ნიკეას ქუჩაზე არსებული სამხედრო დასახლების მიმდებარე ტერიტორიის 3 107 კვ.მ მიწის...
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ა(ა)იპ-ების ოპტიმიზაციას გეგმავს, - ამის შესახებ მერის მოვალეობის შემსრულებელმა მაიზერ ნანავამ მერიის მიერ ერთი წლის განმავლობაში გაწეული სამუშაოს ანგარიშზე განაცხადა. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს. "ოპტიმიზაცია იგეგმება, რადგან ადმინისტრაციული ხარჯები უნდა შემცირდეს, მაგრამ ეს ვერ იქნება დღეს და ხვალ, ეს იქნება სამომავლოდ, რომ შეირჩეს პროფესიონალები“, - განაცხადა მაიზერ ნანავამ. მისივე თქმით, არ არის გამორიცხული ა(ა)იპ-ების თანამშრომლების შემცირება.

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ