მთაწმინდაზე, კაკაბაძის ქ. N33-ის მიმდებარედ, გრუნტის დამჭერი გრავიტაციული კედლის – გაბიონის მშენებლობა მიმდინარეობს.
გამგეობის ცნობით, 31 გრძივი მეტრის გაბიონი მამადავითის ქედის ფერდობს, რომელიც საკმაო ქანობით ხასიათდება და ქუჩაზე გზის სავალ ნაწილს ემიჯნება, ჩამოშლის საფრთხისგან დაიცავს.
გრავიტაციული კედლის მოწყობა მიმდინარე თვეში დასრულდება. პროექტის ღირებულება 72 660 ლარია.