ქუთაისის მერია მიწის ნაკვეთებს განვადებით ყიდის

1171

ქუთაისის მერია მიწის ნაკვეთებს განვადებით ყიდის. მერიის ეკონომიკურის სამსახურის უფროსის, გიორგი გიორგობიანის თქმით, მიწის ნაკვეთების ამ ფორმით გასხვისება მხოლოდ სასტუმროების მშენებლობის მიზნით ხდება. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.

საკრებულოს ეს დადგენილება დაგხვდა. ჩვენ მზად ვართ, სასტუმროების მშენებლობებისთვის მიწის ნაკვეთი ორწლიანი განვადებით გავცეთ”, – განმარტავს გიორგი გიორგობიანი.

ქუთაისის მერიამ განვადებით უკვე გაყიდა ნიკეას ქუჩაზე არსებული სამხედრო დასახლების მიმდებარე ტერიტორიის 3 107 კვ.მ მიწის ნაკვეთი, სადაც 25 ადგილიანი სასტუმრო აშენდება. ასევე, დაგეგმილია ავტომანქანების გაქირავების სერვისის შექმნაც.

ნიკეას ქუჩაზე განავდებით მიწის ნაკვეთი სასტუმროების ქსელმა შეიძინა. განვადებით მიღებულმა თანხამ 99 424 ლარი უნდა შეადგინოს. მერიის ეკონომიკური სამსახურის უფროსი განმარტავს, რომ ამ შემთხვევაში ორგანიზაცია აღნიშნულ თანხას სამ გადახდაში დაფარვს.