ისნის რაიონში, რამდენიმე მისამართზე, რკინა-ბეტონის კიბეები და გარეგანათების სისტემები მოეწყო

1450

ისნის რაიონში, სამ მისამართზე, რკინა-ბეტონის კიბე და 11 მისამართზე გარეგანათების სისტემა  დაამონტაჟეს.

გამგეობის ცნობით, აღნიშნული პროექტები ვარკეთილის IV მიკრორაიონის III კვარტალში, N157-ე საჯარო სკოლასთან, მოსკოვის გამზირზე N19-სა და ნაქერალას ქუჩიდან მუჯირიშვილის ქუჩამდე მონაკვეთში განხორციელდა.

გარდა ამისა, მათივე ინფორმაციით, გარეგანათების ახალი სისტემა კიდევ 8 მისამართზე დამონტაჟდა, მათ შორის: ვაზისუბნის IV მიკრორაიონის, I კვარტლის N172-ე საჯარო სკოლასთან; ვაზისუბნის I მიკრორაიონის, N15-ე კორპუსის მიმდებარე სკვერში; ვაზისუბნის III მიკრორაიონის I კვარტლის N2 კორპუსთან არსებულ სკვერში; ლეხ კაჩინსკის ქუჩა N9-ის მიმდებარე ბავშვთა გასართობ მოედანზე; აწყურის ქუჩა N3-ის მიმდებარედ ბავშვთა გასართობ მოედანზე; გალავნის ქუჩა N10-ის მიმდებარე ტერიტორიაზე; ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი N11-ის მიმდებარე სკვერში და ვაზისუბნის II მიკრორაიონის N5, 6, 7, 8 კორპუსებს შორის მდებარე სკვერში.

სამი კიბის მოწყობისა და 11 მისამართზე გარე განათების სისტემის სამონტაჟო სამუშაოები ისნის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 71 615 ლარით დაფინანსდა.