ქალაქ ამბროლაურში საკანალიზაციო ქსელის მოწყობა მიმდინარეობს. მერიის ცნობით, აღნიშნული პროექტის ღირებულება 2 მილიონამდე ლარს შეადგენს და მისი დასრულება 2019 წლის ბოლოს იგეგმება.
როგორც მერიაში აცხადებენ, პროექტი მდინარე რიონისა და მდინარე კრიხულას სანაპიროებზე 7 სხვადასხვა სიმძლავრის კოლექტორის მოწყობას ითვალისწინებს. მათივე ცნობით, სამუშაოები ეტაპობრივად სხვადასხვა ქუჩაზე ხორციელდება.
“სამუშაოების დასრულების შემდეგ ქალაქში სრულად მოწესრიგებული საკანალიზაციო სისტემა იქნება, რომლითაც ქალაქ ამბროლაურში მცხოვრები ყველა ოჯახი ისარგებლებს”, – აცხადებენ მერიაში.