2019 წელს ქუთაისის მერიის შენობა შშმ პირებზე სრულად იქნება ადაპტირებული.
მერიის ინფორმაციით, ქუთაისის მერის მოადგილე ნინო თვალთვაძე, USAID-ის პროგრამა GGI-ს წარმომადგნელებს შეხვდა არქიტექტორ მაკა შელეკიძესთან ერთად შეხვდა, სადაც ქუთაისის მერიის შენობის, შეზღუდული შესაძლებლობის პირებისთვის ადაპტირების საკითხი განიხილეს.
არქიტექტორმა მერის მოადგილესა და ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად, შენობა დაათვალიერა და ტექნიკური დავალების მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნო.
“წლის ბოლოს ქუთაისის მერიას მზა ტენიკური დავალება გადაეცემა, რომლის თანახმად ქუთაისის მერიის შენობა, 2019 წელს სრულად ადაპტირდება შშმ პირებისთვის. პროექტისთვის თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყოფა.
აღნიშნული გადაწყვეტილება ოფიციალურად ასახულია ღია მმართველობის პარტნიორობის სამოქმედო გეგმაში რომლის თანახამადაც, ქუთაისის მუნიციპალიტეტში შშმ პირების პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულფასოვანი ჩართულობისა და მონაწილეობის გაუმჯობესების მიზნით მოხდება ადმინისტრაციული შენობის სრულყოფილი ადაპტირება შშმ პირთა მოთხოვნების შესაბამისად.
საკითხზე უკვე მიმდინარეობს მუშაობა USAID კარგი მმართველობის ინიციატივის (GGI) პროგრამასთან ერთად და შემუშავდება, შენობის ადაპტაციისთვის საჭირო ტექნიკური დავალება.
უნივერსალური დიზაინის ფარგლებში შენობის ადაპტირების შესაძლებლობებს ექსპერტი შეიმუშავებს”, – აცხადებენ ქუთაისის მერიაში.