მშრალი ხიდის, ზაარბრუკენის ხიდისა, დედაენისა და 9 მარტის ბაღების რეაბილიტაციაზე 10 მილიონ ლარამდე დაიხარჯება. ინფორმაციას BM.GE ავრცელებს. სამუშაოების შესყიდვაზე თბილისის განვითარების ფონდმა ტენდერი გამოაცხადა. სამუშოების ფარგლებში, ორივე ხიდზე განათების სისტემები შეიცვლება, ასევე გაკეთდება დეკორატიული მინათებები, რაც შეეხება დედა ენისა და 9 მარტის ბაღებს, აქ სივრცეების სრული რეაბილიტაცია იგეგმება, შეიცვლება ქვის საფარი, ბორდიურები, განათება, განახლდება სკამები, სარწყავი სისტემა და სხვა. აღსანიშნავია, რომ...
კომპანია "თეგეტა მოტორსმა" უფლებების შელახვის ბრალდებით საჩივარი ამჯერად ყაზბეგის მუნიციპალიტეტის წინააღმდეგ შეიტანა. ინფორმაციას BM.GE ავრცელებს. საუბარია ტენდერზე, რომლის ფარგლებშიც მუნიციპალიტეტმა მაღალი გამავლობის სპეციალიზირებული "პიკაპი" უნდა შეიძინოს. ყაზბეგის თვითმმართველი ორგანო ითხოვს, რომ მომწოდებელი კომპანია ბრენდის ოფიციალური დილერიც იყოს და ავტორიზებული სერვის ცენტრებიც გააჩნდეს. დავების საბჭოში შეტანილ საჩივარში, "თეგეტა მოტორსი" მიუთითებს, რომ აღნიშნული მოთხოვნა ხელოვნურ ბარიერს უქმნის მათ კომპანიას და არღვევს თანასწორუფლებიანობის...
თბილისის მერია 60 ჰიბრიდულ ავტომობილებს "ჰიუნდაი ავტო საქართველოსგან“ შეიძენს. კომპანიამ გამოცხადებულ ტენდერში საუკეთესო ფასი, 3 მილიონ 482 ათასი ლარი შესთავაზა შემსყიდველს, 51 ათასით ნაკლები საწყის ფასთან შედარებით. თუკი კომპანია შეფასების ეტაპს წარმატებით გადალახავს, მასთან ხელშეკრულება გაფორმდება. ინფორმაციას BM.GE ავრცელებს. "ჰიუნდაი ავტო საქართველო“ ვალდებული იქნება მერიას მანქანები ეტაპობრივად, 5 თვის განმავლობაში მიაწოდოს. როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, ავტომანქანები მუნიციპალიტეტის ავტოპარკის განახლებისთვისაა საჭირო....
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ტყის ახალი კოდექსი მთავრობის სხდომაზე დასამტკიცებლად მზად არის, პარლამენტში ინიცირება კი წლის ბოლომდე იგეგმება. ინფორმაციას BM.GE ავრცელებს. "ხე-ტყის მოპოვების საკითხები რეგულირდება სრულიად ახლებურად. ახალი კოდექსის მიხედვით, სატყეო სააგენტო იქნება ზედამხედველი ტყის დამზადების სამუშაოებისა, მაგრამ ამ პროცესში ჩართულნი იქნებიან ადგილობრივი მოსახლერობის ჯგუფები, რაც იმას გულისხმობს, რომ ხე-ტყის დამზადების სამუშაოები განხორციელდება ორგანიზებულად, სატყეო სააგენტოს...
წინა სტატია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ დიპლომატიურ კორპუსს, ბიზნეს ასოციაციებსა და დონორ ორგანიზაციებს, საერთაშორისო მნიშვნელობის მასშტაბური პროექტის, რიკოთის საუღელტეხილო გზის ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთის მშენებლობის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. სამინისტროს ცნოით, ამ მონაკვეთის მშენებლობაზე ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება. პროექტი, ჩუმათელეთი-ხევის 11.7 კმ-იან მონაკვეთზე, ოთხზოლიანი გზის მშენებლობას ითვალისწინებს. ასევე, დაგეგმილია 22 ახალი ხიდისა და 3 გვირაბის მშენებლობა, ხელოვნური ნაგებობების, წყალგამტარი მილების, სადრენაჟო სისტემების...
ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, სოფელ თხინვალაში ახალი სკვერის მოწყობა მიმდინარეობს. გამგეობის ინფორმაციით, სპორტული მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერის სამუშაოები ადგილობრივ მცხოვრებლებთან შეთანხმებით დაიწყო. პროექტის ღირებულება 25 398 ლარს შეადგენს. ამასთან, გამგეობის ცნობით, მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე, ახალი დასასვენებელი სივრცის მოწყობა პოლიტკოვსკაიას N38-შიც მიმდინარეობს. სამუშაოების შესასრულებლად გამგეობის ბიუჯეტიდან 26 923 ლარია გამოყოფილი.
დაყადაღებული კურორტის გაურკვეველი მომავალი. "გომარდული“ ტურისტების მიღებას, სავარაუდოდ, წელსაც ვერ შეძლებს. ინფორმაციას TV25 ავრცელებს. 2011 წელს გაიხსნილმა სამთო-სათხილამურო კურორტმა მხოლოდ რამდენიმე წელი იფუნქციონირა. გახსნიდან 3 წელიწადში, კურორტის მფლობელი სააქციო საზოგადოება "გომარდული“ ქონების გადასახადის გამო დააყადაღეს. კურორტის მენეჯერი ამბობს, რომ ორგანიზაციამ, ეკონომიკის სამინისტროს მათ მფლობელობაში არსებული 52 ჰექტარი მიწის ნაკვეთიდან დიდი ნაწილი ქონების გადასახადის სანაცვლოდ დაუთმო, თუმცა კურორტს ამით არც ყადაღა მოეხსნა და...
წინა სტატია ბათუმში ახვლედიანის ქუჩაზე 2017 წლის დეკემბერში გაზის აფეთქების შედეგად დანგრეული სახლის ნაცვლად ახალს ააშენებენ. პროექტი ზონალურმა საბჭომ გუშინ შეითანხმა. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს. პროექტის მიხედვით, ძველი ქალაქის ტერიტორიაზე, იგივე მასშტაბის სახლი აიგება. ბინები კი იმ 9 ოჯახს გადაეცემა, რომლებიც აფეთქების შემდეგ საცხოვრებლის გარეშე დარჩნენ და მერიას ქირით ჰყავს გასახლებული. მშენებარე კომპანიამ ნებართვის მიღების პროცედურა ბათუმის მერიაში უნდა გაიაროს.
ქუთაისში დუმბაძის ქუჩა გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 4 ნოემბრიდან 1 თვით გადაიკეტა. მერიის ცნობით, გზის საფარის მოწესრიგება გრიშაშვილის ქუჩიდან დავით აღმაშენებლის გამზირის კვეთამდე იგეგმება. მერიის ინფორმაცით, რეაბილიტაციის ფარგლებში, სრულად განახლდება გზის საფარი, მოწესრიგდება სანიაღვრე ქსელი და მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები. სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია "დაგი +" აწარმოებს. შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის ქუთაისში ბარათაშვილის, დუმბაძისა და იაშვილის ქუჩების რეაბილიტაცია მიმდინარეობს სამივე პროექტის ღირებულება 3...
წინა სტატია ქუთაისის მერია თეთრი ხიდის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. https://www.facebook.com/CityHallofKutaisi/posts/750201098678885?__xts__=68.ARCUkLbMPcCNrASdZLL-1vnDGbkyGbj6xBPye6kGZwOF0gRJtWLt3Z2fqTYMjcWQEycAVUaeWRpOqO5B5WP0Q1GpfNFhZsA8QjXJAWBfXOoasQNe6SvNw2hjcAUQamjqHQSAHZS3d9bcTYUCEG_y_r9iPv0ft0f1BSDUFH4VIPikNFpY3zuqRNUzX51GVPIbvibfZypIvxlSD7ovbJ-v91Vm&__tn__=-R შეგახსენებთ, რომ თეთრი ხიდი, რომლის რეაბილიტაციის დასრულებასაც ადგილობრივები ხუთი თვე ელოდნენ, 3 ნოემბერს, საზეიმოდ გაიხსნა, თუმცა, ახლადრეაბილიტირებულ თეთრ ხიდზე ფილების ნაწილი დამაგრებული არ არის. რამდენიმე ფილა ფეხის დაბიჯების დროს მოძრაობს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ხიდზე გადაადგილების დროს თავს უსაფრთხოდ არ გრძნობენ.
წინა სტატია დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში ბრალდებული ზუგდიდის ყოფილი მერი ლაშა გოგია ბრალს არ აღიარებს. დაცვის მხარემ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება აღმკვეთის ღონისძიებაზე პატიმრობის შესახებ გაასაჩივრა. მათი მოთხოვნაა პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინების გაუქმება, რომ არ იქნას შეფარდებული არცერთი სახის აღმკვეთის ღონისძიება და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს დაკავებული. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს. ზუგდიდის ყოფილი მერის ადვოკატის მერაბ მამულაძის თქმით, დაცვის მხარე ალტერნატივის სახით სასამართლოს პატიმრობის ნაცვლად გირაოს შეფარდებასაც...
წინა სტატია დუშეთში ისტორიული ქუჩების რეაბილიტაციას, მუნიციპალური განვითარების ფონდი, დაახლოებით, ორ კვირაში, ნოემბრის შუა რიცხვებში დაიწყებს. პროექტის ღირებულება 4.6 მილიონამდე ლარს შეადგენს. პროექტი დუშეთის ცენტრალური ნაწილის: რუსთაველის, ერეკლე II-ს, ჭავჭავაძის, კოსტავას, წმ. ნინოს, შამანაურის ქუჩების და ცენტრალური პარკის მიმდებარე შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციას ითვალისწინებს. აღნიშნულ მონაკვეთზე თავმოყრილია მე-19, მე-20 საუკუნის მიჯნაზე აგებული კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ქალაქური ტიპის შენობა-ნაგებობების გამორჩეული ნიმუშები. ამასთან, პროექტით გათვალისინებულია,...
წინა სტატია დუშეთის მუნიციპალიტეტში, უკანაფშავის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ შუაფხოში, რძის გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობა მიმდინარეობს. მერიის ინფორმაციი, პროექტი "მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში ხორციელდება. “საწარმო, სამომავლოდ თანადაფინანსების პრინციპით გადაეცემა ადგილობრივ კოოპერატივს "ფხოვი 2017“, რომელშიც 32 ადგილობრივია გაწევრიანებული. რძის საწარმო (1,5 ტონა წარმადობა) თანამედროვე ტექნოლოგიებით წარმოებული მაღალი ხარისხის რძის პროდუქტს აწარმოებს, ამასთან, იგეგმება დამბალ ხაჭოს წარმოება. რძის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმო სოფლად...
წინა სტატია საქართველოს მთავრობამ პარლამენტში 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი დააბრუნა. 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გადამუშავებულ ვერსიაში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები პირველ წარდგენასთან შედარებით 357 მლნ ლარით იზრდება. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს. პირველ წარდგენასთან შედარებით, გადამუშავებული ვერსიით სოციალურად დაუცველი ბავშვებისათვის 50 ლარის ღირებულების პაკეტის გასაცემად (20 ლარიანი ფულადი დახმარება + 30 ლარიანი კვების ვაუჩერი) - 70 მილიონი ლარი გამოიყოფა, ხოლო, საკრედიტო საგარანტიო სქემის ასამოქმედებლად მეწარმეობის განვითარების...
ზუგდიდში ვიცემერად, შესაძლოა, "თიბისი ბანკის“ ზუგდიდის ფილიალის მმართველი გეგა (გიორგი) შენგელია დაინიშნოს. აღნიშნული ინფორმაცია გამოცემა "ინტერპრესნიუსს“ შენგელიამ არ დაუდასტურა, თუმცა აღნიშნა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს. "მოლაპრაკებები მიმდინარეობს, მაგრამ ჯერ ვერ დაგიდასტურებთ. უახლეს მომავალში გახდება ცნობილი. მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ“, - აღნიშნა გეგა შენგელიამ. ის ორი დღის წინ სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში იმყოფებოდა, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან...
პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ოფისში ქალაქების მერები იკრიბებიან. სხვადასხვა ქალაქის მერები, რომლებიც პარტიის შტაბებსაც ხელმძღვანელობენ, პარტიის ლიდერებთან გამართავენ შეხვედრას. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს. საუბრის ძირითადი თემა არჩევნების მეორე ტურისთვის მზადებაა. შეხვედრას ცენტრალური შტაბის წარმომადგენლები დაესწრებიან. ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისში შეხვედრები ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ასევე დღეიდან ქართული ოცნება მოსახლეობასთან შეხვედრებს იწყებს. საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ცენტრალურ საარჩევნო შტაბს პარლამენტის...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ