პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ოფისში ქალაქების მერები იკრიბებიან. სხვადასხვა ქალაქის მერები, რომლებიც პარტიის შტაბებსაც ხელმძღვანელობენ, პარტიის ლიდერებთან გამართავენ შეხვედრას. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.
საუბრის ძირითადი თემა არჩევნების მეორე ტურისთვის მზადებაა. შეხვედრას ცენტრალური შტაბის წარმომადგენლები დაესწრებიან.
ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისში შეხვედრები ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
ასევე დღეიდან ქართული ოცნება მოსახლეობასთან შეხვედრებს იწყებს.
საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის, “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ცენტრალურ საარჩევნო შტაბს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, თბილისში კი დედაქალაქის მერი კახა კალაძე უხელმძღვანელობენ.