რეგიონებში გაზიფიცირებისთვის 2019 წელს 40 მილიონი ლარი დაიხარჯება

698

წინა სტატია

საქართველოს მთავრობამ პარლამენტში 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი დააბრუნა. 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გადამუშავებულ ვერსიაში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები პირველ წარდგენასთან შედარებით 357 მლნ ლარით იზრდება. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.

პირველ წარდგენასთან შედარებით, გადამუშავებული ვერსიით სოციალურად დაუცველი ბავშვებისათვის 50 ლარის ღირებულების პაკეტის გასაცემად (20 ლარიანი ფულადი დახმარება + 30 ლარიანი კვების ვაუჩერი) – 70 მილიონი ლარი გამოიყოფა, ხოლო, საკრედიტო საგარანტიო სქემის ასამოქმედებლად მეწარმეობის განვითარების პროგრამას 10 მილიონი ლარი ემატება და ჯამურად ამ მიმართულებით 20 მილიონი ლარი იქნება გათვალისწინებული.

ამასთან, გადამუშავებული ვერსიით, 10 მილიონი ლარით იზრდება გაზიფიცირების პროგრამის ბიუჯეტი და ჯამურად რეგიონებში გაზიფიცირებისთვის მომავალ წელს 40 მილიონი ლარი დაიხარჯება.

გადამუშავებული ვერსიით 34 მილიონილარით იზრდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის პროგრამების დაფინანსება, მათ შორის ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებისათვის გამოიყოფა 10 მილიონი ლარი.

სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის ახალი ვერსიის განხილვა ჯერ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში, ხოლო 13 ნოემბერს ქუთაისში, პარლამენტის სესიაზე იგეგმება.