მშრალი ხიდის, ზაარბრუკენის ხიდისა, დედაენისა და 9 მარტის ბაღების რეაბილიტაციაზე 10 მილიონ ლარამდე დაიხარჯება. ინფორმაციას BM.GE ავრცელებს.
სამუშაოების შესყიდვაზე თბილისის განვითარების ფონდმა ტენდერი გამოაცხადა. სამუშოების ფარგლებში, ორივე ხიდზე განათების სისტემები შეიცვლება, ასევე გაკეთდება დეკორატიული მინათებები, რაც შეეხება დედა ენისა და 9 მარტის ბაღებს, აქ სივრცეების სრული რეაბილიტაცია იგეგმება, შეიცვლება ქვის საფარი, ბორდიურები, განათება, განახლდება სკამები, სარწყავი სისტემა და სხვა.
აღსანიშნავია, რომ ბაღების რეაბილიტაციაზე, ტენდერები ცალ-ცალკე ლოტად თბილისის მერიამ ჯერ კიდევ წლის დასაწყისშიც გამოაცხადა, თუმცა ორივე შემთხვევაში ტენდერები ჩავარდა.
ამჯერად, ოთხივე ობიექტის სარეაბილიტაციის სამუშაოები, თბილისის განვითარების ფონდის განკარგულებაში გადავიდა. შეგახსენებთ, რომ თბილისის განვითარების ფონდი ასევე ორბელიანის მოედნისა და მიმდებარე ტერიტორიების რეაბილიტაციის სამუშაოებსაც უძღვება.