თბილისის მერია ავტოპარკს ჰიბრიდული ავტომობილებით განაახლებს

727

თბილისის მერია 60 ჰიბრიდულ ავტომობილებს “ჰიუნდაი ავტო საქართველოსგან“ შეიძენს. კომპანიამ გამოცხადებულ ტენდერში საუკეთესო ფასი, 3 მილიონ 482 ათასი ლარი შესთავაზა შემსყიდველს, 51 ათასით ნაკლები საწყის ფასთან შედარებით. თუკი კომპანია შეფასების ეტაპს წარმატებით გადალახავს, მასთან ხელშეკრულება გაფორმდება. ინფორმაციას BM.GE ავრცელებს.

“ჰიუნდაი ავტო საქართველო“ ვალდებული იქნება მერიას მანქანები ეტაპობრივად, 5 თვის განმავლობაში მიაწოდოს. როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, ავტომანქანები მუნიციპალიტეტის ავტოპარკის განახლებისთვისაა საჭირო. “რამდენიმე ათეულმა მანქანამ სავალდებულო ტექნიკური დათვალიერება ვერ გაიარა, ამიტომ ისინი ახალი მანქანებით ჩანაცვლდება“, – განაცხადეს მერიაში.