ხონის მუნიციპალიტეტში ძეძილეთი-გორდი-ნოღას გზის აღდგენითი სამუშაოები იწყება. პროექტი საავტომობილო გზაზე ასფალტის საფარის დაგებასა და მდინარე ცხენისწყალსა და მდინარე მეჭიაზე სახიდე გადასასვლელების მოწყობას ითვალისიწნებს. პროექტის ბიუჯეტი 16 მილიონი ლარია.
მერიის ინფორმაციით, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ელექტრონული ტენდერი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 8 ოქტომბერს გამოაცხადა. მათივე ცნობით, 2 ნოემბერს გამოვლინდა პრეტენდენტი კომპანია და დოკუმენტაციის შერჩევა- შეფასებისა და სათანადო...
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე ტოლაში ბიბლიოთეკას რეაბილიტაცია ჩაუტარდა.
მერიის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში გადაიხურა შენობა, შეიღება ფასადი და გამოიცვალა კარ-ფანჯრები. მათივე ცნობით, აღნიშნული პროექტი მუნიციპალური ბიუჯეტით დაფინანსდა და სახელშეკრულებო ღირებულებამ 28 388 ლარი შეადგინა.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გიორგი დონაძემ მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა და არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ჭრებალო-ნიკორწმინდის დამაკავშირებელი, 26 კმ-იანი საავტომობილო გზის ასფალტირება მიმდინარეობს. სამუშაოები, რომელთა ჯამური ღირებულება 18 494 000 ლარს შეადგენს, 2018 წელს დაიწყო და 2019 წლის ბოლოს დასრულდება.
სამშენებლო სამუშაოებს, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.
პროექტის დასრულების შემდეგ, კეთილმოწყობილი საავტომობილო გზით მუნიციპალიტეტის 8 სოფელი: ჭრებალო, შავრა, ბაჯი, ღადიში, პატარა ონი, ხონჭიორი, ნამანევი და ნიკორწმინდა ისარგებლებს.
ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ უძლოურში მაცხოვრის ამაღლების მამათა მონასტერთან მისასვლელი გზის რეაბილიატცია მიმდინარეობს.
მერიის ინფორმაციით, აღნიშნული პროექტის ფარგლებში, გათვალისიწნებულია 1 120 გრძივი მეტრი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელსაც ელექტრონულ ტენდერში გამარჯვბებული კომპანია შპს "ჯ და ჯ" აწარმოებს. ამასთან, პროექტის ფარგლებში გაფართოვდა გზა, მოეწყო ცხაურები, კიუეტები და ხიდ-ბოგირები.
გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 50 777 ლარით ფინანსდება.
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სააქტო დარბაზში პროექტის - "რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების" ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
საკრებულოს ინფორმაციით, სემინარზე მუნიციპალიტეტის სხვდასხვა სამსხურების წარმომადგენლებმა მუნიციპალური განვითარების სტრატეგიის გეგმის შემუშავების ძირითადი ეტაპები განიხილეს, შეაფასეს მუნიციპალიტეტის ძლიერი და სუსტი მხარეები, გამოკვეთეს საფრთხეები და შესაძლებლობები. ასევე გაიაზრეს ინფრასტრუქტურულ საჭიროებებსა და მუნიციპალიტეტის სტრატეგიულ ამოცანებს შორის ურთიერთკავშირი.
აღნიშნული პროექტი, მსოფლიო ბანკის და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს...
წინა სტატია
მთავრობის მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტისა და "ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2019-2022 წლებისათვის“ დოკუმენტის გადამუშავებული ვარიანტების თაობაზე გუშინ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე იმსჯელეს.
მომხსენებლის გამოსვლამდე კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ აღნიშნა, რომ შემოტანილ ვერსიაში მთავრობამ საპარლამენტო კომიტეტების წინადადებები გაითვალისწინა, კერძოდ, პირველად წარდგინებასთან შედარებით შემოსავლები გაზრდილია 375 მლნ ლარით, ხოლო ხარჯვითი ნაწილი - 268 მლნ ლარით.
"ასიგნებები აღწევს...
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხანჯურში ერთი თვეა მუნიციპალური ტრანსპორტი არ მოძრაობს, ერთადერთი ავტობუსი, რომელიც სოფელს მუნიციპალიტეტის ცენტრს აკავშირებდა ავტოავარიაში მოხვდა. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.
ადგილობრივების თქმით, არის სამარშრუტო ტაქსი, თუმცა მისი ფასი ორჯერ უფრო მეტია. ამასთან, სოფელ ჯიხანჯურის გარდა, ამავე ავტობუსით, სხვა სოფლების მცხოვრებლებიც სარგებლობდნენ, მოსახლეობა ხაზის აღდგენას ითხოვს, ქობულეთის ტრანსრეგულირების სამსახურში ირწმუნებიან, რომ ავტობუსს ერთ კვირაში შეაკეთებენ.
https://youtu.be/DQA3UuS6Zvw
წინა სტატია
გორის საცურაო აუზის დათქმულ ვადაში გახსნა ვერ ხერხდება, ხოლო ჯერ არგახსნილ ობიექტს დირექტორი შეუცვალეს. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
გორის საცურაო აუზის შენობაში სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც მშენებლობაზე დასაქმებული პირები ამბობენ, აუზის გახსნა მიმდინარე წელს ვერ მოესწრება.
"რადიო მოზიკას" ინფორმაციით, აუზის გახსნა შენობის გაფართოების გამო ჭიანურდება. ეს ინფორმაცია გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმაც დაადასტურა. გორის მუნიციპალიტეტის მერის თქმით, მფლობელები შენობას კიდევ ერთ...
გამყოფ ხაზთან მცხოვრები ოჯახები ბუნებრივი აირის 200 ლარიან ვაუჩერს მიიღებენ. გადაწყვეტილების შესახებ მთავრობის სხდომის შემდეგ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა განაცხადა.
"მთავრობის განკარგულებით გადაწყდა, რომ წელს გამოზამთრებაში დავეხმარებით გამყოფ ხაზებთან მდებარე ყველა სოფლის მაცხოვრებელს. თითოეული ოჯახი გაზის საფასურის 200 ლარიან ვაუჩერს მიიღებს. გათბობის ვაუჩერს აგრეთვე მიიღებს ის რამდენიმე ოჯახიც, სადაც გაზიფიცირება ჯერ არ განხორციელებულა", - განაცხადა ციხელაშვილმა.
მინისტრის თქმით, 62-ზე...
საქართველოს მთავრობამ „ღია მმართველობა – საქართველოს“ 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, დოკუმენტი მთავრობის სხდომას იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დღეს წარუდგინა.
როგორც სამინისტროში აცხადებენ, სამოქმედო გეგმა „ღია მმართველობა – საქართველოს“ ფორუმის ფარგლებში მომზადდა.
"საჯარო რესურსების უკეთ მართვა, მოქალაქეთა ჩართულობის გაძლიერება, ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის განმტკიცება, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების უკეთ გამოყენება ღია მმართველობისთვის – ეს ის საკითხებია, რომელთაც 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმა მოიცავს....
სენაკის მუნიციპალიტეტის მერს ლევან კუპრეიშვილს ახალი მოადგილე ჰყავს. მერმა მოადგილედ კახაბერ კუპრეიშვილი დანიშნა.
პრესსამსახურის ცნობით, მერსა და ახლადდანიშნულ მოადგილეს ნათესაური კავშირი არ აქვთ.
როგორც სენაკის მერიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, კახაბერ კუპრეიშვილი მუშაობდა აფხაზეთის ოპერატიული დაზვერვის და შინაგან საქმეთა სამმართველოებში, ასევე სამხედრო პოლიციაში. დანიშვნამდე კი სუს-ის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონალურ მთავარ სამმართველოში უფროსი ინსპექტორი იყო.
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მხარი დაუჭირა თავდაცვის სამინისტროს ინიციატივას და თუშეთში მდებარე ერთ-ერთ უსახელო მწვერვალს რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის დროს წამებით მოკლულ გიორგი ანწუხელიძის სახელი მიანიჭა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული გმირი გიორგი ანწუხელიძე ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში დაიბადა.
გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის 9 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, ერთ-ერთი შეტაკების შემდეგ, ტყვედ ჩაუვარდა მოწინააღმდეგეს, წამებისა და დაკითხვის შემდეგ კი, ცხინვალის მე-5 სკოლასთან, ძმათა სასაფლაოზე ცემით მოკლეს. 2008 წლის ნოემბრამდე...
სენაკის მერია 5 ვაკანტურ პოზიციაზე კონკურსს აცხადებს.
კერძოდ, მერიის ცნობით, ვაკანტურია: კოორდინაციის განყოფილების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის პოზიცია - მერის წარმომადგენელი თეკლათის ადმინისტრაციულ ერთეულში.
კოორდინაციის განყოფილების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის პოზიცია - მერის წარმომადგენელი უშაფათის ადმინისტრაციულ ერთეულში.
კოორდინაციის განყოფილების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი პოზიცია - მერის წარმომადგენელი ზანის ადმინისტრაციულ ერთეულში.
სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის პოზცია.
სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის...
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, გორის, ზუგდიდის, ონისა და საჩხერის მუნიციპალიტეტების გამყოფი ხაზის მიმდებარე 5 სოფელში საავტომობილო გზების ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის, დაახლოებით, 3.2 მილიონი ლარი გამოიყოფა.
მათივე ცნობით, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში 2013 წლიდან დღემდე სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული სამუშაოები განხორციელდა. კერძოდ, 62 სოფელში 14 ათასამდე აბონენტი გაზიფიცირდა; ასევე, გორის, ქარელის, კასპის, საჩხერის, ონისა და ხაშურის მუნიციპალიტეტების 12 ათასზე მეტმა ოჯახმა მიიღო დახმარება; რეაბილიტაცია...
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ საწირეში საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს. ამასთან, საზოგადოებრივ ცენტრში მისულ მომხმარებლებს, ადგილობრივ ახალგაზრდა მოხალისეთა ჯგუფები მომსახურების სფეროში დახმარებას გაუწევენ.
მერიის ინფორმაციით, საზოგადოებრივი ცენტრი მოსახლეობას 200-ზე მეტ სახელმწიფო და კერძო სექტორის სერვისს სთავაზობს. მათივე ცნობით, საწირის საზოგადოებრივი ცენტრი არა მარტო ამ სოფელში მცხოვრებ მომხმარებელს მოემსახურება, არამედ მიმდებარე სოფლებსაც.
"დღემდე მოსახლეობას დოკუმენტაციის მოსაწესრიგებლად და სახელმწიფო სერვისების მისაღებად ტყიბულის ტერიტორიულ სამსახურში მისვლა და...
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანს მაღალმთიანი სოფლის სტატუსი იანვარში მიენიჭება, სოფლის მცხოვრებლები კი სახელმწიფოსგან სხვადასხვა სახის სოციალური და საგადასახადო შეღავათებით ისარგებლებენ.
მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების რეგისტრაცია უკვე დაწყებულია.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის სპეციალისტებმა, სოფელ ხანის მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს და ადგილობრივებს იმ დოკუმენტაციის ჩამონათვალი გააცნეს, რომელთა წარდგენაც სტატუსის მინიჭებისთვის აუცილებელია.
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































