პროექტის – “რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების ფარგლებში” ხონში შეხვედრა გაიმართა

819

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სააქტო დარბაზში პროექტის – “რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების” ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

საკრებულოს ინფორმაციით, სემინარზე მუნიციპალიტეტის სხვდასხვა სამსხურების წარმომადგენლებმა მუნიციპალური განვითარების სტრატეგიის გეგმის შემუშავების ძირითადი ეტაპები განიხილეს, შეაფასეს მუნიციპალიტეტის ძლიერი და სუსტი მხარეები, გამოკვეთეს საფრთხეები და შესაძლებლობები. ასევე გაიაზრეს ინფრასტრუქტურულ საჭიროებებსა და მუნიციპალიტეტის სტრატეგიულ ამოცანებს შორის ურთიერთკავშირი.

აღნიშნული პროექტი, მსოფლიო ბანკის და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მიერ არის დაფინანსებული, რომელიც საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდსა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, პროექტის ციკლის მართვაში დაეხმარება.

აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს მუნიციპალიტეტების ინსტიტუციონალური შესაძლებლობების განვითარებას, რეგიონულ დონეზე ეკონომიკური და სოციალური განვითარების ხელშეწყობას და შესაბამისად ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებას.