ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ჭრებალო-ნიკორწმინდის დამაკავშირებელი, 26 კმ-იანი საავტომობილო გზის ასფალტირება მიმდინარეობს. სამუშაოები, რომელთა ჯამური ღირებულება 18 494 000 ლარს შეადგენს, 2018 წელს დაიწყო და 2019 წლის ბოლოს დასრულდება.
სამშენებლო სამუშაოებს, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.
პროექტის დასრულების შემდეგ, კეთილმოწყობილი საავტომობილო გზით მუნიციპალიტეტის 8 სოფელი: ჭრებალო, შავრა, ბაჯი, ღადიში, პატარა ონი, ხონჭიორი, ნამანევი და ნიკორწმინდა ისარგებლებს.