ხონის მუნიციპალიტეტში ძეძილეთი-გორდი-ნოღას გზის აღდგენითი სამუშაოები იწყება. პროექტი საავტომობილო გზაზე ასფალტის საფარის დაგებასა და მდინარე ცხენისწყალსა და მდინარე მეჭიაზე სახიდე გადასასვლელების მოწყობას ითვალისიწნებს. პროექტის ბიუჯეტი 16 მილიონი ლარია.
მერიის ინფორმაციით, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ელექტრონული ტენდერი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 8 ოქტომბერს გამოაცხადა. მათივე ცნობით, 2 ნოემბერს გამოვლინდა პრეტენდენტი კომპანია და დოკუმენტაციის შერჩევა- შეფასებისა და სათანადო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, სამშენებლო სამუშაოები დაიწყება.