წინა სტატია ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზაზე 10 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია 15 ნოემბერს დასრულდება.  ამ ეტაპზე, სარეაბილიტაციო მონაკვეთზე, თვალამრიდების, ბეტონის კიუვეტებისა და გვერდულების მოწყობა მიმდინარეობს. როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებბენ, ჟინვალი-ბარისახო-შატილის აღნიშნულ მონაკვეთს 40 წელია რეაბილიტაცია  არ ჩატარებია, რის გამოც გზა ძლიერ დაზიანებული იყო და ავტოტრანსპორტის გადაადგილებას აფერხებდა. მათი თქმით, 40 წლის განმავლობაში გზის საფარის განახლება პირველად მიმდინარეობს. ამასთან, მატივე ცნობით, პროექტის ფარგლებში სრული...
გახშირებული მიწისძვრების გამო, სეისმოლოგიურ ცენტრში აცხადებენ, რომ ახლადაშენებულმა კორპუსებმა, შესაძლოა, ძლიერ ბიძგებს ვერ გაუძლოს. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს. სეისმოლოგიური ცენტრი მოუწოდებს ხელისუფლებას, დააწესონ სპეციალური რეგულაციები, რომლითაც კორპუსების სეისმოლოგიურობა მკაცრად გაკონტროლდება. "თბილისიც სეისმურად აქტიურია. ამიტომ ჩვენი მოვალეობაა გავაფრთხილოთ მოსახლეობა, რომ ასეთ ტერიტორიაზე როგორიც საქართველოა, სამშენებლო ინდუსტრია უნდა იყოს განვითარებული, რეგულაციები უნდა იყოს ძალიან მკაცრი იმისთვის ,რომ დავიცვათ მოსახლეობა. სერიოზული დარღვევებია კვლევით კომპონენტში. იმიტომ, რომ...
ბათუმში ახალი ინიციატივის - "მწვანე სივრცე ყველა ეზოში“ განხორციელება დაიწყო. აჭარის მთავრობის ცნობით, პროექტი ბათუმის მჭიდროდ დასახლებულ უბნებში ახალი სკვერების მოწყობასა და გამწვანებით ღონისძიებეში მოსახლეობის ჩართულობას ითვალისწინებს. აღნიშნულ ინიციატივასთან დაკავშირებით, თამარის დასახლებაში მწვანე სივრცისათვის შერჩეულ ტერიტორიაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ და ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ ხე-მცენარეები ბავშვებთან ერთად დარგეს. მთავრობის ცნობით, თითოეული ნერგი სახელობითი იქნება, რაც პროექტისადმი მოსახლეობის ინტერესს გაზრდის....
წინა სტატია გაზეთი "ვერსია" ავტორი მაია მიშელაძე კოალიცია "ადგილობრივი თვითმმართველობისა და დემოკრატიისათვის" მუნიციპალიტეტების დაფინანსების ახალ წესს აპროტესტებს. ადგილობრივი თვითმმართველობების დაფინანსების ახალ წესს საქართველოს მთავრობა 2019 წლიდან შეცვლის და შესაბამისად, ეს ცვლილება მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტში უკვე ასახა. ახალი სისტემით, გათანაბრებითი ტრანსფერისა და საშემოსავლო გადასახადის ნაცვლად, ადგილობრივ თვითმმართველობებს მხოლოდ დამატებითი ღირებულების გადასახადიდან (დღგ) მიღებული შემოსავლები გაუნაწილდებათ. არასამთავრობოების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დაფინანსების ეს წესი...
წინა სტატია ქუთაისის მეორე საჯარო სკოლაში, სადაც რამდენიმე დღის წინ ჭერი მესამედ ჩამოინგრა, აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. სკოლის დირექტორის, მურად ჯიშკარიანის თქმით, შენობის მეორე სართულზე ჭერს სრულად შეცვლიან. ჯამში საუბარია 2 400 კვ.მ თაბაშირ–მუყაოს ფილაზე. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს. "გარანტიას გვაძლევენ, რომ ასეთი რამ აღარ განმეორდება", – ამბობს მურად ჯიშკარიანი. სკოლის დირექტორი, 2016 წელს შენობაში ჩატარებულ სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს ხარვეზების დაშვებას გამორიცხავს და ამბობს,...
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი მეორე კორპუსთან მდებარე ამორტიზებული სპორტდარბაზის შეკეთებას ახალციხის მერიას სთხოვს. ამისთვის სასწავლებელი მუნიციპალიტეტს შენობას უზურფრუქტის წესით გადასცემს. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. უნივერსიტეტის მეორე კორპუსთან არსებული შენობის რეაბილიტაციისთვის სასწავლებელსა და ახალციხის მერიას შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. აღნიშნულ შენობაში ორი ათეული წლის წინ სპორტული დარბაზი ფუნქციონირებდა და ის მაშინ ახალციხეში მოქმედ ტექნიკურ სასწავლებელს ეკუთვნოდა. 2007 წელს ეს შენობა მთავრობის დადგენილებით სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო...
გორის მერია მის საკუთრებაში არსებულ ძველ ავტომობილებს გაყიდის. გადაწყვეტილება ამის შესახებ საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს. რა მიმართულებით დახარჯავს გორის მერია ავტომობილების პრივატიზაციიდან მიღებულ თანხას, ეს ჯერჯერობით ცნობილი არაა. თუმცა, საკრებულოს თავმჯდომარე, დავით რაზმაძე ამბობს, რომ მერიის ავტოპარკს განახლება სჭირდება. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. “ვერ გეტყვით, ზუსტად რაში გამოიყენებს აღმასრულებელი ამ თანხას, მაგრამ, ვფიქრობ, რომ ავტოპარკი აუცილებლად უნდა განახლდეს. ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. მანქანების...
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ფაბრიკის დასახლებისა და მეჯვრისხევის გაერთიანების შესახებ წინადადება მოიწობა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. საკრებულოს დეპუტატებმა აღნიშნულ წინადადებას მხარი ერთხმად დაუჭირეს. როგორც საკრებულოს თავმჯდომარე, დავით რაზმაძე აღნიშნავს, გაერთიანების თხოვნით გორის საკრებულოს ფაბრიკის დასახლების მცხოვრებლებმა მიმართეს. "თავად ფაბრიკის დასახლების მცხოვრებლებმა მოგვმართეს ამ თხოვნით. აღნიშნეს, რომ ექმნებოდათ გარკვეული პრობლემები და მათთვის სასურველი იყო მეჯვრისხევთან გაერთიანება. საკრებულომ მოიწონა ეს წინადადება და გაერთიანდა ფაბრიკის...
წინა სტატია "მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განახლებაში, წალკის მუნიციპალიტეტში სოფელ ტბეთში და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კოთელიაში რძის გადამმუშავებელი კოოპერაციული საწარმოები აშენდება. საწარმოები 2019 წელს ამოქმედდება. თითოეული საწარმო დღიურად 10 ტონა რძეს გადაამუშავებს. როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, საწარმო სრული ციკლისათვის საჭირო დანადგარებით, როგორც ყველის დამზადებისათვის საჭირო აღჭურვილობით და რძის...
შუახევში ტურიზმის განვითარებისა და ხელშწყობის მიზნით, მიმდინარე წლის ოქტომბერში, ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის, ხიჭაური-გორხანაულის (საახალდაბოს) მიმდებარედ საკემპინგე ადგილი მოეწყო, სადაც ტურისტებს ექნებათ შესაძლებლობა  კარვები გაშალონ. ამასთან, პროექტის ფარგლებში, საავტომობილო გზიდან დასასვენებელ ადგილამდე ასასვლელი კიბე მოაჯირებით, ფანჩატური, საბაღე სკამები, ბილიკი და განათება მოეწყო. ასევე, მერიამ საახალდაბოს ტერიტორიაზე, გზის მეორე მხარეს სუვენირების სავაჭრო ჯიხურის მშენებლობა და საპარკინგე ადგილის მოწყობა გადაწყვიტა. კეთილმოწყობით სამუშაოებზე მუნიციპალური ბიუჯეტიდან...
წინა სტატია სტატიის გაგრძელება ბავშვთა ქალაქ "მზიურში“ პროექტ "ახალი მზიურის“ პრეზენტაცია გაიმართა. "მზიურის პარკის“ რეაბილიტაციის პროექტი თბილისის მერმა კახა კალაძემ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილთან ერთად წარადგინა. როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, პროექტის განხორციელების შედეგად დედაქალაქს კიდევ ერთი მრავალფუნქციური რეკრეაციული ზონა შეემატება. სარეაბილიტაციო არეალი 13 ჰა ფართობ ტერიტორიას მოიცავს. პროექტი 2019 წელს დაიწყება და 2020 წელს დასრულდება. რეაბილიტაციის შემდეგ პარკის დაყოფა სხვადასხვა ტიპის სპორტულ, კულტურულ და...
სამტრედიის მუნიციპალიტეტში, სოფელ ღანირის მაჟორიტარი დეპუტატი, ბადრი შენგელია, მოქალაქეს, მუნიციპალიტეტის თავმჯდომარის კაბინეტში ფიზიკურად გაუსწორდა. ინფორმაცია ამის შესახებ topnews.com.ge-მ გაავრცელა. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო. უწყების ინფორმაციით, საქმე სსკ–ს 126–ე მუხით აღიძრა, რაც ძალადობას გულისხმობს. კონკრეტულად რა მოხდა თავმჯდომარის კაბინეტში, დეტალები გამოცემა "ქუთაისი პოსტმა" მოიკვლია. როგორც ირკვევა, ბადრი შენგელიასა და მოქალაქე მაია ქორიძეს შორის დაპირისპირება სამტრედიის საკრებულოს თავმჯდომარის, ნუგზარ ჯამბურიას კაბინეტში სიტყვირი დაპირისპირებით დაიწყო, რაც...
შუახევში, დაბის ცენტრალური სტადიონის გაფართოება მიმდინარეობს, რაც არსებული სტადიონის საერთაშორისო სტანდარტებამდე მიყვანას ითვალისწინებს. სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 44 999 ლარია გათვალისწინებული. მერიის ინფორმაციით, კლდოვანი გრუნტის დაშლას და გატანას შპს "ნანგრუპი“ აწარმოებს. ამასთან,  მათივე ცნობით, სამომავლოდ სტადიონის კეთილმოწყობა იგეგმება, რომლის ფარგლებშიც მოედნის საფარი, ღობეები, სკამები და განათება მოეწყობა.
სენაკის მუნიციპალიტეტის თეკლათის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ საგვარამიოში გაზიფიკაციის სამუშაოები დასრულდა. " წლების შემდეგ, პირველად, თეკლათის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ საგვარამიოში ბუნებრივი აირით 260 ოჯახი ისარგებლებს", - აცხადებენ მერიაში. ამასთან, როგორც მერიაში აღინიშნავენ, გაზიფიცირების სამუშაოები სენაკის მუნიციპალიტეტის 5 ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარეობს. მათივე ცნობით,  გაზმომარაგების ქსელის სამშენებლო სამუშაოები სამხედრო დასახლებაში უკვე დაიწყო და უახლოეს მომავალში მთელ მუნიციპალიტეტს მოიცავს.
ოზურგეთის კულტურისა და დასვენების პარკს კიდევ ერთი სერვისი შეემატა. როგორც მერიაში აცხადებენ, პარკში ღია ცის ქვეშ ტენისის მაგიდა დამონტაჟდა, რომელიც სრული კომპლექტით არის აღჭურვილი. მათივე ცნობით, პროექტი სოციალური პასუხიმგებლობის კუთხით ბიზნესმენმა ტარიელ თავდიშვილმა განახორციელა. "პარკისთვის ეს პირველი პროექტი არ არის. სოციალური პასუხიმგებლობის კუთხით მოეწყო საბავშვო ზონა, სადაც განთავსდა პირსანის ბრენდის სათამაშოები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის დამზადდა საქანელა, შეიქმნა ბიბლიოთეკა (ჩიტების...
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ძირულა-ხარაგაული-მოლითის დამაკავშირებელი 25 კმ-იანი გზის მშენებლობა მიმდინარეობს. მერიის ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახურების თანამშრომლებმა, ხარაგაულის ტერიტორიაზე სანიაღვრე არხები დაათვალიერეს. რის შემდეგაც მუნიციპალიტეტის მერიამ მიზანშეწონილად მიიჩნია, რეაბილიტაციის პარალელურად, დაბის ტერიტორიაზე სანიაღვრე არხები მოეწყო და ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წერილობით მიმართა. როგორც მერიაში აცხადებენ, საკითხს პროექტის ზედამხედველი კომპანია და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ერთობლივად განიხილავს და გადაწყვეტილების შესახებ მერიას უახლოეს მომავალში აცნობებენ.

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ