ოზურგეთის კულტურისა და დასვენების პარკს კიდევ ერთი სერვისი შეემატა. როგორც მერიაში აცხადებენ, პარკში ღია ცის ქვეშ ტენისის მაგიდა დამონტაჟდა, რომელიც სრული კომპლექტით არის აღჭურვილი. მათივე ცნობით, პროექტი სოციალური პასუხიმგებლობის კუთხით ბიზნესმენმა ტარიელ თავდიშვილმა განახორციელა.
“პარკისთვის ეს პირველი პროექტი არ არის. სოციალური პასუხიმგებლობის კუთხით მოეწყო საბავშვო ზონა, სადაც განთავსდა პირსანის ბრენდის სათამაშოები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის დამზადდა საქანელა, შეიქმნა ბიბლიოთეკა (ჩიტების ბუდე)”, – აცხადებენ მერიაში.