სენაკის სოფელ საგვარამიოში ბუნებრივი აირით 260 ოჯახი ისარგებლებს

663

სენაკის მუნიციპალიტეტის თეკლათის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ საგვარამიოში გაზიფიკაციის სამუშაოები დასრულდა.

” წლების შემდეგ, პირველად, თეკლათის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ საგვარამიოში ბუნებრივი აირით 260 ოჯახი ისარგებლებს”, – აცხადებენ მერიაში.

ამასთან, როგორც მერიაში აღინიშნავენ, გაზიფიცირების სამუშაოები სენაკის მუნიციპალიტეტის 5 ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარეობს. მათივე ცნობით,  გაზმომარაგების ქსელის სამშენებლო სამუშაოები სამხედრო დასახლებაში უკვე დაიწყო და უახლოეს მომავალში მთელ მუნიციპალიტეტს მოიცავს.