ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ძირულა-ხარაგაული-მოლითის დამაკავშირებელი 25 კმ-იანი გზის მშენებლობა მიმდინარეობს.
მერიის ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახურების თანამშრომლებმა, ხარაგაულის ტერიტორიაზე სანიაღვრე არხები დაათვალიერეს. რის შემდეგაც მუნიციპალიტეტის მერიამ მიზანშეწონილად მიიჩნია, რეაბილიტაციის პარალელურად, დაბის ტერიტორიაზე სანიაღვრე არხები მოეწყო და ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წერილობით მიმართა.
როგორც მერიაში აცხადებენ, საკითხს პროექტის ზედამხედველი კომპანია და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ერთობლივად განიხილავს და გადაწყვეტილების შესახებ მერიას უახლოეს მომავალში აცნობებენ.