რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა თავისუფალია. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. როგორც გზების დეპარტამენტში აცხადებენ, აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო...
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვლისა და ლიპყინულის გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ138-კმ186 (მესტია-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა კი, თავისუფალია. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ამავე გზის კმ1-კმ138 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ასევემ ზვავსაშიშროების გამო, მოძრაობა აკრძალულია ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ186-კმ198 (უშგული-ლასდილი) მონაკვეთზეც.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, ქობულეთში, მდინარე აჭყვას კალაპოტის რეაბილიტაციას იწყებს. "მდინარე აჭყვაზე ქალაქის წყალდიდობისგან დაცვის მიზნით გასული საუკუნის 70-იან წლებში აშენდა წყალსაგდები არხი, რომელიც დღევანდელი მდგომარეობით ავარიული და ჩახერგილია, ვერ უზრუნველყოფს შესაბამის გატარებას, რაც იწვევს ქალაქის გარკვეული ტერიტორიების, მოსახლეობისა და საკარმიდამო ნაკვეთების დატბორვას. სარეაბილიტაციო პროექტი ითვალისწინებს მდინარე აჭყვის კალაპოტისა და არსებული წყალსაგდები არხის რეაბილიტაციას, რის...
კომპანია გალფი ავტოგასამართ სადგურებზე სპეციალურ ადგილებს მოაწყობს, სადაც მიუსაფარ ძაღლებს შეიფარებს და მათზე იზრუნებს. სოციალური პასუხისმგებლობის კამპანიის ფარგლებში თითოეულ ძაღლს აცრა და ყველა საჭირო ვეტერინარული მომსახურება ჩაუტარდება. კოპანიის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე თბილისსა და რეგიონების მასშტაბით ექვსი ავტოგასამართი სადგურის ტერიტორიაზე ზამთრის პირობების შესაბამის სახლებს მოაწყობენ. მათივე ცნობით, ამ ეტაპზე სივრცეები 22 ძაღლისთვის მოეწყობა, რომელთა შორის დედა და ცხრა ლეკვია. კომპანია გალფი...
წინა სტატია "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED)“ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის  წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედური ანგარიში წარმოადგინა, რომელიც 29 ოქტომბრიდან 19 ნოემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. შუალედური ანგარიშის ერთ-ერთ ქვეთავში აღნიშნულია, რომ ქარელში ბაღის პედაგოგებს ხელფასის გაზრდის სანაცვლოდ სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა მოსთხოვეს. ორგანიზაციის ინფორმაციით, საქართველოს ზოგიერთ რაიონში და მათ შორის შიდა ქართლშიც, პედაგოგები და მერიის თანამშრომლები მკაცრად გააფრთხილეს, რომ იმ შემთხვევაში თუ არჩევნებზე სალომე ზურაბიშვილს...
წინა სტატია "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED)“ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის  წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედური ანგარიში წარმოადგინა, რომელიც 29 ოქტომბრიდან 19 ნოემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. შუალედური ანგარიშის ერთ-ერთი ქვეთავი ზუგდიდს ეხება. ორგანიზაციის თქმით, მათ დამკვირვებელს ერთ-ერთმა პედაგოგმა მიაწოდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში მასწავლებლებმა სოფელში მერის წარმომადგენელ მერაბ თორდიასგან მიიღეს დავალება, რომ კენჭისყრის დღეს, საარჩევნო უბანზე მისვლის და ხმის მიცემის შემდეგ სალომე...
საცხოვრისის უზრუნველყოფის თხოვნით, მიმდინარე წელს გორის მუნიციპალიტეტის მერიას 171-მა ადამიანმა მიმართა. შესაბამისი დახმარება უწყებამ 29 მათგანს გაუწია. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. მერიის ცნობით, აღნიშნულ ოჯახებს თავშესაფარი სხვადასხვა შენობებში გამოეყოთ. მაგალითად, 6 ოჯახი ამჟამად კომბინატის დასახლებაში, სოციალურ საცხოვრისში ცხოვრობს. თავშესაფრის მთხოვნელთა ნაწილს მერიამ თანხა გამოუყო - ისინი უწყებისგან ბინის დასაქირავებლად, ყოველთვიურად, 80 ლარს იღებენ. დარჩენილ 101 ადამიანს კი მერიამ დახმარებაზე უარი უთხრა. "ასობით ადამიანია,...
გორის მუნიციპალიტეტის მერიამ 2018 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით, 45 841 ლარის საწვავი დახარჯა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. გორის მერიის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ყველაზე ნაკლები ოდენობის საწვავი - ოქტომბერში, ყველაზე მეტი კი მაისში მოიხმარეს. საწვავის ხარჯი თვეების მიხედვით: იანვარი - 3 798 ლარი; თებერვალი - 5 082 ლარი; მარტი - 4 596 ლარი; აპრილი - 4 922 ლარი;...
გორის მუნიციპალიტეტის მერიამ 2018 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით, სატელეფონო კომუნიკაციისთვის 33 975 ლარი დახარჯა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. ოფიციალური ინფორმაციით, ბოლო ათი თვის განმავლობაში, მერიის საკომუნიკაცია ხარჯი ყველაზე მეტი - ივნისში, ყველაზე ნაკლები კი იანვარში იყო. ხარჯი თვეების მიხედვით: იანვარი - 2 497 ლარი; თებერვალი - 2 770 ლარი; მარტი - 3 388ლარი; აპრილი - 3 506 ლარი; მაისი - 3 597ლარი; ივნისი...
ბოლო 10 თვის განმავლობაში გორის მუნიციპალიტეტის მერიამ სამივლინებო ხარჯი ყოველ თვე გაიღო. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. ოფიციალური ინფორმაციით, მერიის თანამშრომელთა მივლინებებზე მიმდინარე წელს 27 339 ლარია დახარჯული. აქედან 12 740 ლარი - სწავლებისა და ტრენინგებზე დასწრების მიზნით მივლინებებისთვის, 14 599 ლარი კი ფორუმებში, შეხვედრებში მონაწილეობისა და პრეზენტაციებისთვის დაიხარჯა. სამივლინებო ხარჯები თვეების მიხედვით: თვე ფორუმი, შეხვედრა, წარდგენა, პრეზენტაცია სწავლება, ტრენინგი იანვარი 102 ლარი 0 ლარი თებერვალი 2 072 ლარი 1 352...
წინა სტატია ზუგდიდში მოქმედ მე-10 საჯარო სკოლას ავტობუსს წელს ვერ გამოუყოფენ. მერიაში გამოცემა "ლაივპრესს“ უთხრეს, რომ მოსწავლეთა უფასო ტრასნპორტირება მათთვის პრიორიტეტია, ამიტომაც საკითხზე მუშაობას განაგრძობენ. "აქტიურად ვმუშაობთ იმისთვის, რომ 2019 წლიდან ეს პრობლემა მოგვარდეს“, - განმარტავს მერია. შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის მეათე საჯარო სკოლის მოსწავლეთა მშობლებმა ადგილობრივ თვითმმართველობას თხოვნით მიმართეს, რათა მოსწავლეებისათვის ტრანსპორტი გამოეყოთ. მათი თქიმით. მას შემდეგ, რაც სარემონტო სამუშაოების გამო დროებით მესამე საჯარო...
აფხაზური და მეგრული აჯიკის მომზადების მეთოდს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის თქმით, აჯიკისთვის ძეგლის სტატუსის მინიჭება ხელს შეუწყობს მისი უძველესი, მივიწყებული რეცეპტების აღდგენას. "აჯიკა ერთგვარი ერთიანობის სიმბოლოც არის ქართველებსა და აფხაზებს შორის. თითქმის არ არის განსხვავება აფხაზურ და მეგრულ რეცეპტებში. აჯიკის მოზადების წესისთვის სტატუსის მინიჭება ხელს შეუწყობს გარკვეულ ტრადიციებში დაბრუნებას,...
სამცხე–ჯავახეთის მუნიციპალიტეტების საკრებულოებს მერიებიდან 2019 წლის ბიუჯეტების პროექტები უკვე გადაეცათ. საკრებულოები პროექტებს 25 ნოემბრამდე განიხილავენ და მერიებს გადაუგზავნიან. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. სამცხე–ჯავახეთის ექვსი მუნიციპალიტეტიდან ოთხში – ახალციხეში, ასპინძაში, ბორჯომსა და ნინოწმინდაში ბიუჯეტების პროექტების განხილვა 22 ნოემბერს გაიმართება. ახალციხის საკრებულოს კომისიებში კი ბიუჯეტის შესახებ გუშინ 20 ნოემბერს იმსჯელეს. "საჯარო განხილვის შემდეგ შევიტანთ პროექტში შენიშვნებს და გადავუგზავნით მერიას“, - ამბობს ახალციხის...
გუშინ სოფელ ვარხანში ადიგენის მერი ადგილობრივებს შეხვდა. ამ შეხვედრას სოფელ აბასთუმნის სკოლის პედაგოგებიც დაესწრნენ, რის გამოც სკოლაში მეექვსე და მეშვიდე გაკვეთილები გაცდა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. გუშინ სოფელ აბასთუმნის სკოლა ხუთი გაკვეთილის შემდეგ, დაახლოებით, 13:40 საათზე, პედაგოგებმა, ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა და მოსწავლეებმა ერთდროულად დატოვეს. ბავშვები სახლში, თანამშრომლები კი მეზობელ სოფელში ადიგენის მერთან ზაქარია ენდელაძესთან შეხვედრაზე წავიდნენ. მეექვსე გაკვეთილი სკოლაში 13:50 საათზე იწყება,...
წინა სტატია ახალციხეში, თამარაშვილის ქუჩაზე მდებარე მრავალსართულიან კორპუსში, ლიფტების დემონტაჟსა და მონტაჟზე 125 895 ლარზე გამოცხადებული ტენდერი ჩავარდა, რის გამოც მერიამ ტენდერი იგივე თანხაზე ხელახლა გამოაცხადა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. პირველად გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება 10 ოქტომბერს დაიწყო, თუმცა როგორც მერიაში ამბობენ, იმის გამო რომ მასში მონაწილეობა არც ერთმა კომპანიამ არ მიიღო, ჩაიშალა, ამიტომ მომსახურეობის შესყიდვაზე ტენდერი ხელახლა გამოაცხადეს.ქალაქ ახალციხეში თამარაშვილის ქუჩაზე N2–ში...
წინა სტატია სოფელ უდაბნოში მზის პირველი ელექტროსადგურის პროექტის ინვესტორი “საქართველოს მზის კომპანია“ სამშენებლო ნებართვის მისაღებად წინადადებას მთავრობას დეკემბერში წარუდგენს. ამის შესახებ გამოცემა "BM.GE-ს “საქართველოს მზის კომპანიის“ ერთ-ერთი მფლობელის, "სოლარ ფაუერ ჯორჯიას" ხელმძღვანელმა თამაზ კაპანაძე განუცხადა. მისი განმარტებით, ამ ეტაპზე კომპანია არქიტექტურულ პროექტზე, გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტზე და პროცედურით გათვალისწინებულ სხვა საკითხებზე მუშაობს, რაც სამშენებლო ნებართვის მისაღებად არის საჭირო. თამაზ კაპანაძე იმედოვნებს,...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ