აფხაზური და მეგრული აჯიკის მომზადების მეთოდს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის თქმით, აჯიკისთვის ძეგლის სტატუსის მინიჭება ხელს შეუწყობს მისი უძველესი, მივიწყებული რეცეპტების აღდგენას.
“აჯიკა ერთგვარი ერთიანობის სიმბოლოც არის ქართველებსა და აფხაზებს შორის. თითქმის არ არის განსხვავება აფხაზურ და მეგრულ რეცეპტებში. აჯიკის მოზადების წესისთვის სტატუსის მინიჭება ხელს შეუწყობს გარკვეულ ტრადიციებში დაბრუნებას, აღდგენას და მისთვის როგორც ქართული სუფრის ერთერთი შემადგენელი ნაწილისთვის ღირსეული ადგილის დამკვიდრებას“, – ამბობს ანთიძემ.
შეგახსენებთ, რომ 31 აგვისტოს ჩატარებულ აჯიკის ფესტივალზე ზუგდიდი აჯიკის დედაქალაქად გამოცხადდა.