კომპანია გალფი ავტოგასამართ სადგურებზე სპეციალურ ადგილებს მოაწყობს, სადაც მიუსაფარ ძაღლებს შეიფარებს და მათზე იზრუნებს.
სოციალური პასუხისმგებლობის კამპანიის ფარგლებში თითოეულ ძაღლს აცრა და ყველა საჭირო ვეტერინარული მომსახურება ჩაუტარდება. კოპანიის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე თბილისსა და რეგიონების მასშტაბით ექვსი ავტოგასამართი სადგურის ტერიტორიაზე ზამთრის პირობების შესაბამის სახლებს მოაწყობენ. მათივე ცნობით, ამ ეტაპზე სივრცეები 22 ძაღლისთვის მოეწყობა, რომელთა შორის დედა და ცხრა ლეკვია. კომპანია გალფი მომავალში მათი რაოდენობის ზრდას გეგმავს.