"ამ დრომდე „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლების მიერ დაფიქსირდა 37 ინციდენტი, ასევე, საუბნო საარჩევნო კომისიებში შევიდა 2 საჩივარი, რომელთაგან 1 ასევე შეტანილ იქნა შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში და დაკმაყოფილდა", - ამის შესახებ "მრავალეროვანი საქართველოს" წარმომადგენელმა, ალექსანდრა კალატოზიშვილმა საარჩევნო მედიაცენტრში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
რაც შეეხება კენჭისყრის მიმდინარეობის პროცესს, „მრავალეროვანი საქართველოს“ მოკლევადიანი დამკვირვებლების მიერ გამოვლინდა კენჭისყრის ფარულობის დარღვევა, განმეორებითი ხმის მიცემა და მცდელობა, არასათანადო დოკუმენტით...
isfed: 12 საათის მონაცემებით, უბნების 30.7%-ზე ხმის მიცემის სისწრაფე იყო 1-დან 2 ამომრჩევლამდე წუთში
"უბნების 69.3%-ზე ხმის მიცემის სისწრაფე წარმოადგენდა ერთ ამომრჩეველს წუთში, ხოლო უბნების 30.7%-ზე ხმის მიცემის სისწრაფე იყო 1-დან 2 ამომრჩევლამდე წუთში", - - ამის შესახებ "სამართლიანი არჩევნების" ხელმძღვანელმა, მიხეილ ბენიძემ საარჩევნო მედიაცენტრში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"ამ დროსათვის „სამართლიანი არჩევნების“ მიერ მნიშვნელოვანი ტენდენციის სახით გამოიკვეთა ამომრჩევლის ნებაზე ზემოქმედების მცდელობები. საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის მსგავსად, სხვადასხვა ოლქებში, საარჩევნო უბნების მიმდებარედ, შეინიშნება „ქართული ოცნებისა“...
"ამ დრომდე მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, შეიძლება დავასკვნათ, რომ კენჭისყრის პროცესი მიმდინარეობს მშვიდ გარემოში, თუმცა, გარკვეული ხარვეზებით. ჯამში, ამ დრომდე „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლების მიერ დაფიქსირდა 28 ინციდენტი, ასევე, საუბნო საარჩევნო კომისიებში შევიდა 2 საჩივარი, რომელთაგან 1 ასევე შეტანილ იქნა შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში. აღნიშნული საჩივარი დაკმაყოფილდა", - ამის შესახებ "მრავალეროვანი საქართველოს" წარმომადგენელმა, ალექსანდრა კალატოზიშვილმა საარჩევნო მედიაცენტრში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი ინფორმაციით, ორგანიზაციის...
"14:00 საათისათვის საიას სადამკვირვებლო მისიის მიერ ფიქსირდება საარჩევნო კომისიის წევრზე მუქარის ერთი შემთხვევა, სავარაუდო მოსყიდვის ერთი, ასევე ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის, ამომრჩევლის ნების სავარუადო კონტროლის ფაქტები. ასევე, საიას დამკვირვებლებისათვის უფლებების შეზღუდვის ფაქტები", - ამის შესახებ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, სულხან სალაძემ საარჩევნო მედიაცენტრში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ამ დროისათვის საიას დამკვირვებლების მიერ სულ დაწერილია 34 საჩივარი, ამათგან, 21 საჩივარი - უბანზე, 13...
"ჩვენი დაკვირვებით, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები ძირითად მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. იმ უბნების აბსოლუტური უმრავლესობა, სადაც ჩვენი სტატიკური დამკვირვებლები არიან განლაგებულნი, დროულად გაიხსნა. ჩვენ მიერ დაფიქსირდა 70-მდე წვრილი და შედარებით სერიოზული დარღვევა. ჩვენი დამკვირვებლების მიერ დაიწერა 9 საჩივარი", - ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ხელმძღვანელმა, ეკა გიგაურმა საარჩევნო მედიაცენტრში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, დაფიქსირდა ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის, კენჭისყრის ფარულობის...
12 საათისათვის კენჭისყრის პროცესი მშვიდ და ორგანიზებულ გარემოში მიმდინარეობს, - ამის შესახებ საარჩევნო მედიაცენტრში გამართულ ბრიფინგზე განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) წარმომადგენელმა, პაატა ყვავაძემ განაცხადა.
მისი თქმით, უბნის გახსნისა და კენჭისყრის პროცესის დაწყების პერიოდში, CDD-ს სადამკვირვებლო მისიის მიერ დაფიქსირებულია, ერთეული, მცირე პროცედურული ხასიათის დარღვევები. კერძოდ:
წილისყრის პროცედურის დარღვევით - არათანმიმდევრული ჩატარება. აქვე, აღსანიშნავია, კომისიის წევრების მხრიდან გადასატანი ყუთის წილისყრის პროცესში მონაწილეობაზე...
მარნეულის, ნინოწმინდისა და ახალქალაქის რამდენიმე უბანზე ამომრჩევლებმა რეგისტრაციის მაგიდასთან გააკეთეს არჩევანი, ხოლო გარდაბანში ორმა მოქალაქემ შემოხაზულ ბიულეტენს ფოტო გადაუღო, - ამის შესახებ "მრავალეროვანი საქართველოს" წარმომადგენელმა, ალექსანდრა კალატოზიშვილმა საარჩევნო მედიაცენტრში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"მრავალეროვანი საქართველოს" ინფორმაციით, ამ დროისთვის არჩევნები, ძირითადად, მშვიდ გარემოში მიმდინარეობს, თუმცა, ორგანიზაციის დამკვირვებლებმა, სხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციების მსგავსად, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის, დამკვირვებლის უფლების შეზღუდვის, კენჭისყრის პროცესის ხელის შეშლის მცდელობისა...
N12 გურჯაანის საარჩევნო ოლქის N26 საარჩევნო უბანზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები - ლელა შანყულაშვილი და ზურაბ ხანდამაშვილი, რომელიც გურჯაანის მერის ძმაა, საარჩევნო კაბინიდან გამოსულ ამომრჩევლებს უმოწმებენ, საარჩევნო ბიულეტენში თუ რომელი კანდიდატი აქვთ შემოხაზული. აღნიშნული ფაქტის გაპროტესტების შემდგომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი უბნიდან გააძევეს. აღნიშნული პირები ასევე ერევიან საუბნო კომისიის საქმიანობაში და კომისიის თავმჯდომარეს აძლევენ კონკრეტულ მითითებებს", - ამის შესახებ საარჩევნო...
დილის 10:00 საათისთვის კენჭისყრის პროცესი, ძირითადად, მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. თუმცა, ამ დროისათვის ფიქსირდება მნიშვნელოვანი ტენდენციები, რომელიც ხმის მიცემის ფარულობას და ამომრჩევლის ნების კონტროლს უკავშირდება. კერძოდ:
ამ დროისათვის საიას დამკვირვებლების მიერ ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის 7 ფაქტი დაფიქსირდა (კახეთში - 5, ახალქალაქში - 2), რა დროსაც კაბინიდან გამოსული ამომრჩეველი მის მიერ გაკეთებული არჩევანის იდენტიფიცირების შესაძლებლობას ცალკეული ორგანიზაციების დამკვირვებლებს ან/და კომისიის წევრებს...
წინა სტატია
სიღნაღში ცენტრალური უბნების - ბარათაშვილის, თამარ მეფის, ქეთევან წამებულის, ლოლაშვილის, გორგასლის, ცხრა აპრილის, აღმაშენებლის და ბეჟანიშვილის ქუჩების რეაბილიტაცია დასრულდა. ინფრასტრუქტურული სამუშაოები სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მასზე 100 000 ლარი დაიხარჯა.
როგორც მერიაში აცხადებენ, პროექტის ფარგლებში, აღნიშნულ ქუჩებზე დაზიანებული ქვაფენილის საფარი განახლდა და ხის ჭიშკრები ახლით შეიცვალა. ამასთან, ქალაქში მოწესრიგდა ტურისტული ინფრასტრუქტურა. დასასვენებელი სკვერის და სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე კი...
ორ წელში ახალციხის მერიამ 59 კულტურული ღონისძიებისთვის 230 000 ლარზე მეტი დახარჯა. რა თანხა გადაირიცხა მომღერლებისთვის, ან მოწვეული ჯგუფებისთვის ბიუჯეტიდან ჰონორარის სახით, მერიიდან ამის შესახებ გამოცემა "სამხრეთის კარიბჭემ" გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციაზე პასუხი ვერ მიიღო.
ახალციხის მერიამ 2018 წელს 34 კულტურული ღონისძიებისთვის 100 393 ლარი გადაიხადა, 2017 წელს 25 ღონისძიებისთვის კი 129 812.
2018 წელს ახალციხის მერიამ ყველაზე მეტი, 34 695 ლარი,...
წინა სტატია
ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, მოსახლეობას ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში 2019 წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო.
ცქიტიშვილის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების 2 პროექტი (ლესის და ჯურუყვეთის ადმინისტრაციულ ერთეულში წყალმომარაგების ქსელის მოწყობა-რეაბილიტაციისა და ქალაქ ლანჩხუთის წყალსადენის ქსელის გაფართოების მესამე ეტაპის სამუშაოები) განხორციელდება; აშენდება სკოლები სოფელ ჩოჩხათსა და ლესაში; არსებულ სკოლებს ჩაუტარდებათ რეაბილიტაცია; მუნიციპალიტეტის სამ სოფელში (ტაბანათში, ხაჯალიაში, აცანაში) აშენდება საბავშვო...
ზუგდიდში, დადიანების ეზოს სიახლოვეს შესაძლოა 3 სართულიანი სასტუმრო აშენდეს. ეს სურვილი სასტუმროს კონცეფციასთან ერთად სამშენებლო კომპანია "m²-ის" ადმინისტრაციამ ადგილობრივ ხელისუფლებას გააცნო. გეგმის თანახმად ახალი სასტუმრო პირველი საერთაშორისო ბრენდი იქნება ზუგდიდში, რომელიც 130 ნომერს გააერთიანებს. პროექტის სრული საინვესტიციო ღირებულება 25 მილიონი ლარია. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის განცხადებით, ახალი სასტუმრო ქალაქ ზუგდიდის არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის განვითარების გენერალური გეგმის შესაბამისად...
წინა სტატია
სტატიის გაგრძელება
ზუგდიდის შპს "მუნიციპალური ტრანსპორტის დირექტორმა" ბადრი ნემსაძემ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვაზე განაცხადა, რომ სტუდენტებისა და პედაგოგების უფასო მგზავრობის პროგრამა ზარალის მომტანია. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
"ვიცით, რომ უკმაყოფილებას გამოთქვამენ მძღოლები და თითქოს აყვედრიან უფასოდ მგზავრობას პედაგოგებსა და სტუდენტებს. რას აკეთებთ ამ პრობლემების მოსაგვარებლად?“, - ჰკითხა "ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ თამარ ჯიქიამ მიმართა ბადრი ნემსაძეს.
მისი კითხვის პასუხად, მუნიციპალური ტრანსპორტის დირექტორმა...
წინა სტატია
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ორანჟერეის და ჯვარედინა სასახლის სარეკონსტრუქციო პროექტის შედგენაზე მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი გამოაცხადა. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
პროექტის მიხედვით, უნდა ჩატარდეს ობიექტების კვლევა, მათი ამჟამინდელი მდგომარეობის შესწავლა-შეფასება. რის შედეგადაც, განისაზღვრება აღსადგენად საჭირო სამუშაოები. ეს სამუშაოები, შესაძლოა, იყოს დაზვერვა, გაწმენდა, კონსერვაცია-რესტავრაცია, რეკონსტრუქცია, ადაპტაცია თუ უძრავი ძეგლის ცვლილება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 72 033 ლარია. წინადადებების მიღება 3 იანვარს იწყება და 8 იანვარს დასრულდება.
ამასთან,...
სამგორის რაიონში, კეთილმოწყობის სამუშაოების ფარგლებში, სხვადასხვა მისამართზე დასასვენებელი სივრცეებიის მოწყობა მიმდინარეობს. გამგეობის ინფორმაციით, დედაქალაქის მერის კახა კალაძის მოსახლეობისთვის მიცემული დაპირების შესაბამისად, ლორთქიფანიძის (ყოფილი კაიროს) ქუჩის N74-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი სკვერი მოეწყო.
მათივე ინფორმაციით, 600 კვ.მ ფართობზე განთავსებულ დასასვენებელ სივრცეში საბავშვო ატრაქციონები, საპარკე სკამები და სავარჯიშო ტრენაჟორები დადგეს და დაამონტაჟეს განათების სისტემა.
სამგორის რაიონში მიმდინარე წელს 18 ახალი სკვერი მოეწყო.
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































