“ამ დრომდე მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, შეიძლება დავასკვნათ, რომ კენჭისყრის პროცესი მიმდინარეობს მშვიდ გარემოში, თუმცა, გარკვეული ხარვეზებით. ჯამში, ამ დრომდე „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლების მიერ დაფიქსირდა 28 ინციდენტი, ასევე, საუბნო საარჩევნო კომისიებში შევიდა 2 საჩივარი, რომელთაგან 1 ასევე შეტანილ იქნა შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში. აღნიშნული საჩივარი დაკმაყოფილდა”, – ამის შესახებ “მრავალეროვანი საქართველოს” წარმომადგენელმა, ალექსანდრა კალატოზიშვილმა საარჩევნო მედიაცენტრში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი ინფორმაციით, ორგანიზაციის დამკვირვებლების მიერ დაფიქსირებულია შემდეგი ინციდენტები:
დამკვირვებლის უფლების შეზღუდვა (2 ინციდენტი)
მარნეულის #22 საარჩევნო ოლქის, #11 სააჩევნო უბანზე დაფიქსირდა ,,მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლის უფლების შეზღუდვა. კერძოდ, ორგანიზაციის დამკვირვებელს შეეზღუდა უბანზე გადაადგილების უფლება და შესაბამისად დაკვირვების თავისუფლად განხორციელების შესაძლებლობა. აღშნიშნული ინციდენტი აღმოიფხვრა შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან განხორციელებული კომუნიკაციის შედეგად.
მარნეულის #22 საარჩევნო ოლქის, #48 სააჩევნო უბანზე დაფიქსირდა ნაკადის მარეგულირებელი მიერ ,,მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლის კანონიერი უფლების შეზღუდვა. კერძოდ, ორგანიზაციის დამკვირვებელს ნაკადის მარეგულირებელი არ აძლევდა შესაძლებლობას თვალყური ედევნებინა მარკირების შემოწმების პროცესისთვის.
კენჭისყრის ფარულობის დარღვევა (2 ინციდენტი)
მარნეულის #22 საარჩევნო ოლქის, #42 სააჩევნო უბანზე დაფიქსირდა კენჭისყრის ფარულობის დარღვევის ფაქტი. კერძოდ, საარჩევნო კაბინიდან გამოსულმა ამომრჩეველმა კომისიის წევრს აჩვენა შემოხაზული ბიულეტენი.
ახალქალაქის #40 საარჩევნო ოლქის, #31 სააჩევნო უბნზე დაფიქსირდა კენჭისყრის ფარულობის დარღვევის ინციდენტი. კერძოდ, საარჩევნო კაბინიდან გამოსულმა ამომრჩეველმა კომისიის წევრს აჩვენა შემოხაზული ბიულეტენი.
ორივე ინციდენტი აღმოიფხვრა „მრავალეროვანი საქართველოს“ სიტყვიერი შენიშვნის საფუძველზე.
განმეორებით ხმის მიცემა/მცდელობა (1 ინციდენტი)
მარნეულის #22 საარჩევნო ოლქის, #48 სააჩევნო უბანზე დაფიქსირდა ნაკადის მარეგულირებლის მიერ მარკირების მქონე პირების საარჩევნო უბანზე შემოშვების ფაქტი. „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლის მიერ დაიწერა საჩივარი, რომლითაც მოთხოვნილი იქნა ნაკადის მარეგულირებლის შეცვლა (საჩივარი საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად აღნიშნული დარღვევა გასაჩივრდა საოლქო საარჩევნო კომისიაში, რომელიც დაკმაყოფილდა და შესაბამისად ჩვენი საჩივრის საფუძველზე მოხდა ნაკადის მარეგულირებლის შეცვლა).
კენჭისყრის პროცედურის დარღვევა (3 ინციდენტი)
მარნეულის #22 საარჩევნო ოლქის, #44 საარჩევნო უბანზე კენჭისყრის მიმდინარეობისას მწყობრიდან გამოვიდა მარკირების შესამოწმებელი ფარანი, მაგრამ გრძელდებოდა ამომერჩეველთა ნაკადის მიღება, ვიდრე ,,მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებელმა აღნიშნული დარღვევის შესახებ სიტყვიერად არ მიმართა საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, რის შედეგადაც ფარანი ახლით შეიცვალა.
მარნეულის #22 საარჩევნო ოლქის, #89 საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა არასათანადო დოკუმენტით კენჭისყრაში მონაწილეობის მცდელობა, რაც აღმოიფხვრა ,,მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლის სიტყვიერი შენიშვნის საფუძველზე.
მარნეულის #22 საარჩევნო ოლქის, #85 საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა ინცინდენტი, კერძოდ ამომრჩეველს გადაეცა ბიულეტენი შესაბამისი ბეჭდით დამოწმების გარეშე. აღნიშნულ ფაქტს ,,მრავალეროვანი საქართველოს“ დამვირვებლის მიერ მოყვა მყისიერი რეაგირება, რის შედეგადაც დარღვევა აღმოიფხვრა.
უბანზე არაუფლებამოსილი პირის ყოფნა (2 ინციდენტი)
მარნეულის #22 საარჩევნო ოლქის, #85 საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა არაუფლებამოსილი პირის ყოფნა. „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლის მოთხოვნის საფუძველზე, აღნიშნულმა პირმა დატოვა საარჩევნო უბნის ტერიტორია.
მარნეულის #22 საარჩევნო ოლქის, #89 საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა ინცინდენტი, საარჩევნო უბანზე იმყოფებოდა არაუფლებამოსილი პირი, რაც აღმოიფხვრა ,,მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლის სიტყვიერი შენიშვნის საფუძველზე.
საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“ ახორციელებს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისათვის არჩევნების დღის სამონიტორინგო პროგრამას.
არჩევნების დღეზე სამონიტორინგო პროგრამა მოიცავს გარდაბნის #21, მარნეულის #22, ახალციხის #37, ახალქალაქის #40, ნინოწმინდის #41 და ისნის #5 საარჩევნო ოლქებს.
არჩევნების დღის სამონიტორინგო პროგრამაში ჩართულია 234 მოკლევადიანი დამკვირვებელი, მათ შორის საუბნო, მობილური ჯგუფის, საოლქო საარჩევნო კომისიისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის დამკვირვებელი.
არჩევნების დღეზე სამონიტორინგო პროგრამის ხელშეწყობის მიზნით „მრავალეროვანი საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში ფუნქციონირებს ინციდენტების ცენტრი. ინციდენტების ცენტრის ოპერატორები მუშაობენ საგანგებო რეჟიმში. ოპერატორები მოკლევადიანი დამკვირვებლებისაგან იღებენ და ამუშავებენ ინფორმაციას.
გარდა აღნიშნულისა, „მრავალეროვანი საქართველოს“ ოფისში მოქმედებს ცხელი ხაზი, რითაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია ისარგებლოს და არჩევნების დღეზე სამონიტორინგო პროგრამას მიაწოდოს მის ხელთ არსებული საარჩევნო ხასიათის ინფორმაცია.
არჩევნებზე დღეზე სამონიტორინგო პროგრამას სამართლებრივ მხარდაჭერას უწევენ პროგრამის იურისტები.
“მრავალეროვანი საქართველო” 2003 წლიდან აქტიურად არის ჩართული ქვეყანაში არჩევნების გამჭვირვალობის ხელშეწყობისა და საარჩევნო პროცედურების ეფექტურად რეალიზების პროცესში. ორგანიზაცია მონიტორინგს უწევდა საქართველოში გამართულ ყველა არჩევნებს.