წინა სტატია ხვალ პარლამენტში სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის გენერალური ფორუმი გაიმართება. ღონისძიების ორგანიზატორი საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტია. ფორუმში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები - მერები და საკრებულოს თავმჯდომარეები მიიღებენ მონაწილეობას. მას, ასევე დაესწრებიან საქართველოს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე, ვიცეპრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. როგორც დღის წესრიგიდან ხდება ცნობილი, ფორუმზე, ძირითადად, ხელისუფლების...
ლუქსემბურგში საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასო ხდება. ლუქსემბურგი იქნება პირველი ქვეყანა, სადაც მოქალაქეებს მგზავრობისთვის საფასურის გადახდა არ მოუწევთ. ინფორმაციას გამოცემა "The Guardian" ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, ავტობუსით, ტრამვაით და საგარეუბნო მატარებლებით მგზავრობა უფასო 2019 წლის ზაფხულიდან გახდება. აღსანიშნავია, რომ ლუქსემბურგში 20 წლამდე ასაკის პირებისთვის საზოგადოებრივ ტრანსპორტზე მგზავრობა ამ ეტაპზეც უფასოა. ასევე, ახალმა მთავრობამ კანაფის დაკანონება და ორი ახალი საზოგადოებრივი დღესასწაულის შემოღებაც განიხილა.
ღვარცოფული მდინარეები კახეთის რეგიონის მოსახლეობას პრობლემებს ყოველ წელს უქმნის. უხვი ნალექების შედეგად მდინარეები მუდმივად დიდდება და მიმდინარე ტერიტორიებს ტბორავს. ინფორმაციას რადიო ჰერეთი ავრცელებს. გარემოს დამცველებისა და სპეციალისტების შესწავლის საფუძველზე ლაგოდეხის ხევი ღვარცოფულ მდინარედ ითვლება, მას უკვე 4 წელია 1-ლი კატეგორია აქვს მინიჭებული, რაც იმას ნიშნავს, რომ პრობლემა დროულ მოგვარებას საჭიროებს. ადგილობრივები ამბობენ, რომ თუ მდინარე ლაგოდეხის ხევი დროულად არ გაიწმინდა და...
წინა სტატია მიმდინარე წელს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხარჯები, დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით, 269 მილიონი ლარით მცირდება და 1 546.0 მილიონი ლარით განისაზღვრება. ამის მიზეზი ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გათვალისწინებული თანხების აუთვისებლობა გახდა. „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის. კანონპროექტში წერია, რომ "2018 წელს დაგეგმილი იყო მასშტაბური საგზაო პროექტების დაწყება, მათ შორის, ჩქაროსნული მაგისტრალის რიკოთის მონაკვეთი და ჩრდილოეთი-სამხრეთი მაგისტრალის ურთულესი...
სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით 7 დეკემბერს, თელავში, დასაქმების ფორუმი გაიმართება. ღონისძიება თელავის ისტორიულ მუზეუმში 12:00 საათზე დაიწყება.ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს. ღონისძიების ორგანიზატორების ინფორმაციით, დასაქმების ფორუმზე 30-ზე მეტი მსხვილი კომპანია იქნება წარმოდგენილი, რომელიც დასაქმების მსურველებს 1 000-ზე მეტ ვაკანსიას გააცნობენ. “ფორუმის ფარგლებში დასაქმების მსურველებს შესაძლებობა ექნებათ, შეხვდნენ და გაესაუბრონ დამსაქმებლებს. ფორუმის მონაწილე დამსაქმებლები არიან საბანკო და საფინანსო, დაზღვევის, სამედიცინო და ფარმაცევტული, მსხვილი სავაჭრო...
ახალციხის მერიაში აცხადებენ, რომ მე-2 ავარიული ბაგა–ბაღისთვის 2019 წელს 500 000 ლარია განსაზღვრული. ამ თანხით არსებული შენობა გარემონტდება თუ ახალს ააშენებენ, ჯერ გადაწყვეტილი არ არის. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. ახალციხის მე-2 ბაგა–ბაღის შენობა 1972 წელს აშენდა. კედლები დაბზარულია და სპეციალური რკინებით არის გამაგრებული. ამ წლების განმავლობაში ბაღში რამდენჯერმე მხოლოდ კოსმეტიკური რემონტი ჩატარდა. როგორც დაწესებულების მენეჯერი ნათელა გელაძე ამბობს, შენობა, დაახლოებით, ორი–სამი...
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში სკოლა, სადაც 160 მოსწავლე სწავლობს, გარემონტდება. მუნიციპალური განვითარების ფოდნმა საპროექტო სამუშოებზე ტენდერი გამოაცხადა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. მოხეს სკოლის რეაბილიტაცია 2019 წელს დაიწყება, მანამდე კი საპროექტო სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს "ამა ნიუ“ 39 000 ლარად შეასრულებს. მუნიციპალური განვითარების ფონდში ამბობენ, რომ საპროექტო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ტენდერი სარეაბილიტაციო სამუშაოებზე გამოცხადდება.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ წელს პირველად სოციალური პროგრამის ფარგლებში ახალი პროექტის "სოციალურად დაუცველი ოჯახების კვებით უზრუნველყოფა“ დაიწყო. მერიის ინფორმაციით, პროგრამა ადმინისტარციულ ერთეულებში მცხოვრები განსაკუთრებით მძიმე სოციალური და ეკონომიკური პირობების მქონე პირების ზამთრის პერიოდში საკვები პროდუქტებით დახმარებას ითვალისწინებს. "პროგრამის ფარგლებში 413 ოჯახი საკვებ პროდუქტებს მერიისგან ერთჯერადად მიიღებს. ეს პროდუქტებია: შაქარი, ფქვილი, ზეთი, კარტოფილი, მაკარონი და ხახვი. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ დახმარების გაცემა 4 დეკემბერს...
წინა სტატია საბავშვო ბაღების ავტორიზაციის ვადა ორი წლით ხანგრძლივდება. პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტებმა გაერთიანებულ სხდომაზე “ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები განიხილა, რომლითაც სკოლამდელი დაწესებულებების ეტაპობრივი ავტორიზაციის ახალი ვადები განისაზღვრება. "კანონპროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი არის სკოლამდელი დაწესებულებების ავტორიზაცია. მოქმედი რედაქციით გათვალისწინებული გვქონდა რომ მუნიციპალიტეტებს 2018 წლის 31 დეკემბრამდე უნდა ეზრუნათ ეტაპობრივი...
თბილისში, დადიანის ქუჩაზე, ხე წაიქცა. შემთხვევა დღეს დილით მეექვსე საავტორო სკოლის მიმდებარედ სასწავლო პროცესის დაწყებიდან რამდენიმე წუთში მოხდა. https://www.youtube.com/watch?v=x-ebSLBDmv8&feature=youtu.be როგორც თვითმხილველები აცხადებენ, დაშავებული არავინაა. "ამ მომენტში ბავშვი და მშობელი მანქანიდან გადმოდიოდნენ და ხის ტოტებში მოჰყვნენ, თუმცა, გადარჩნენ და არ დაშავებულან", - უთხრა droa.ge-ს ერთ-ერთმა თვითმხილველმა. ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები მალევე მივიდნენ. უწყების ინფორმაციით, წაქცეულმა ხემ 4 მანქანა დააზიანა. ტერიტორია ხის ტოტებისგან...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით, ახალი წლის მოახლოებასთან დაკავშირებით, კამპანიას - "ნუ მოჭრი - მორთეს" აგრძელებს, რაც ბუნებრივი ნაძვის ხის მოჭრის პრევენციას ითვალისწინებს. ინიციატივა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა თამარ ალადაშვილმა კერძო კომპანიების წარმომადგენლებს გააცნო და მათი ჩართულობის მნიშვნელობაზე ესაუბრა. კამპანიის მონაწილეებს საშუალება აქვთ შეარჩიონ ადგილმდებარეობა (როგორც თბილისში, ასევე საქართველოს რეგიონებში მდებარე სკვერები, ბაღები, პარკები) და...
წინა სტატია კომპანიამ “IGH Georgia” ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის პროექტირება დაასრულა. პროექტი საავტომობილო გზების დეპარტამენტმა უკვე ჩაიბარა. საჩხერე-ონის დამაკავშირებელი ახალი გზა საერთო სიგრძით 51,6 კილომეტრი იქნება. პროექტი ითვალისწინებს 9,3 კმ სიგრძის არსებული გზის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციას და ახალი, 42,3 კმ სიგრძის გზის მშენებლობას. პროექტის ფარგლებში 7 ხიდი აშენდება. როგორც კომპანიაში აცხადებენ, მარშრუტის პროექტირება ეტაპობრივად განხორციელდა, რამაც დამკვეთს, საავტომობილო გზების დეპარტამენტს, შესაძლებლობა მისცა, სამშენებლო სამუშაოები პარალელურად დაეწყო. მალე დასრულდება საჩხერე-ქვემო ხევის  5 კმ-იანი მონაკვეთის...
თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის ორგანიზებით, სამუშაო შეხვედრა სახელწოდებით - "ტურიზმის სექტორის გამოწვევები“ ჩატარდა. ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრას თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია დაესწრო. მისი თქმით, დედაქალაქში ტურიზმის სფეროს განვითარებისთვის სხვადასხვა ფესტივალის ჩატარებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. "ტურიზმი პრიორიტეტული სექტორია, როგორც ქვეყნისთვის, ასევე თბილისისთვის. მომავალ წელს კიდევ უფრო მეტ ვიზიტორს ველოდებით და ყველა, მათ შორის, მომსახურების მიმართულებით, მზად უნდა ვიყოთ....
წინა სტატია ჩინური კომპანიის "ჰაიგერის“ იურისტს თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერზე შეკითხვები აქვს. ბადრი ნიაური ფიქრობს, რომ 220 ახალ ავტობუსის შესყიდვაზე გამოცხადებული ტენდერი, კონკრეტულ კომპანიაზეა მორგებული. ინფორმაციას BM.GE ავრცელებს. მისი თქმით, დედაქალაქის მთავრობამ სატენდერო დოკუმენტაციაში ჩაწერა კონკრეტული მოთხოვნები, რომელთა დაზუსტების შედეგად სახელმწიფო შესყიდვა მოერგო კონკრეტულ კომპანიებსა და ავტობუსებს. "სიმართლე არის ერთი, რომ პირობები არის მორგებული კონკრეტულ ავტობუსებზე. კონკრეტული დაზუსტებული პარამეტრები სატენდერო დოკუმენტაციაში...
წინა სტატია "როდესაც გაიზრდება საკონცერტო ღონისძიებების რაოდენობა, შესაბამისად, ტურიზმი, გადასახედი იქნება ის კანონი, რომელიც ხმაურის წინააღმდეგ არსებობს“, – ამის შესახებ ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის ხელმძღვანელმა სერგი გვარჯალაძემ "ანალიტიკაში“ განაცხადა. ინფორმაციას BM.GE ავრცელებს. სერგი გვარჯალაძე ხმაურთან დაკავშირებით კანონის შემოღებას დადებითად აფასებს, თუმცა ამბობს, რომ კლუბების რაოდენობის ზრდასთან ერთად, გარკვეული ცვლილებების გათვალისწინება მაინც საჭირო იქნება. მისი თქმით, მეტი ხმაური უნდა იყოს იქ, სადაც...
თბილისის ზოგიერთ ყვითელ მიკროავტობუსში უკან მდებარე ერთ-ერთი სავარძელი ამოიღეს. ამის მიზეზად კი სპეციალისტები ტექნიკური ინსპექტირების მოთხოვნებს ასახელებენ. როგორც ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის თავმჯდომარემ ვაჟა იორდანიშვილმა განაცხადა, აუცილებელია რომ ნებისმიერ ავტობუსს ორი ავარიული გასასვლელი ჰქონდეს. ინფორმაციას ბიზნესპრესნიუსი ავრცელებს. აღნიშნულ საკითხს სოციალურ ქსელ ფეისბუქის გვერდზე ურბანული ლაბორატორიაც ეხმიანება. https://www.facebook.com/tbilisiurbanlab/posts/704761196573637?__xts__=68.ARACJq5XpQoiLFt0wPjGqAi4sCLmkDYkzytrc1Ll0bqiOKlyyrQWQxuLmp0ZQGKulLYJlregwlOKrP_oolDkTqeENpY0mPe7OcWtNbXvyVdMvVF0TXrHA1W6VouA_O8v7ZmqloMg2i8YF3DVs7hvHawGC24AMKtKFQqBJTUgFzvzOsibaBHobKGlBA7OHap10c254j6m2-iqz4V-7EHAoAp38nsDXXu9Q8I_K631qRM7nN3gFC_jCSUp0NM7DvPih-MIcNPrls60190cZfFBIyPSsJNPh7E22NBzvOs0jQtp1i4DDMXWV1yIddv-h-92th3j0Cs2TTb-_HSksm0&__tn__=-R

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ