ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში სკოლა, სადაც 160 მოსწავლე სწავლობს, გარემონტდება. მუნიციპალური განვითარების ფოდნმა საპროექტო სამუშოებზე ტენდერი გამოაცხადა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
მოხეს სკოლის რეაბილიტაცია 2019 წელს დაიწყება, მანამდე კი საპროექტო სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს “ამა ნიუ“ 39 000 ლარად შეასრულებს.
მუნიციპალური განვითარების ფონდში ამბობენ, რომ საპროექტო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ტენდერი სარეაბილიტაციო სამუშაოებზე გამოცხადდება.