ლუქსემბურგში საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასო ხდება. ლუქსემბურგი იქნება პირველი ქვეყანა, სადაც მოქალაქეებს მგზავრობისთვის საფასურის გადახდა არ მოუწევთ. ინფორმაციას გამოცემა “The Guardian” ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ავტობუსით, ტრამვაით და საგარეუბნო მატარებლებით მგზავრობა უფასო 2019 წლის ზაფხულიდან გახდება.
აღსანიშნავია, რომ ლუქსემბურგში 20 წლამდე ასაკის პირებისთვის საზოგადოებრივ ტრანსპორტზე მგზავრობა ამ ეტაპზეც უფასოა.
ასევე, ახალმა მთავრობამ კანაფის დაკანონება და ორი ახალი საზოგადოებრივი დღესასწაულის შემოღებაც განიხილა.