2019 წლიდან შიდა ქართლში საბავშვო ბაღების თანამშრომლებისთვის ხელფასების მატებას ქარელისა და კასპის მუნიციპალიტეტები არ გეგმავენ. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს. მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ხაშურის მერია გეგმავს, საბავშვო ბაღების თანამშრომელთა ხელფასები 20% -ით გაზარდოს. საჯარო ინფორმაციის მიხედვით, 2012 წლის 1 სექტემბრიდან ამ დრომდე ანაზღაურების მატება აღნიშნული მიმართულებით აღარ განხორციელებულა. ამჟამად, მენეჯერის სარგო 500 ლარია იმ საბავშვო ბაღებში, სადაც...
ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, საქართველოში 2019-2020 წლებში 400 ამბულატორიის რეკონსტრუქცია ან ახლის აშენება იგეგმება. ამასთან, მინისტრი აცხადებს, რომ მაღალმთიან დასახლებებში დაგეგმილია ექიმებისთვის უფრო მეტი სამუშაო ადგილის შექმნა. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს. "საზღვრისპირა და მაღალმთიან რეგიონებში ჩვენ ხელს შევუწყობთ ასევე სოფლის ექიმებს, რომ უფრო მეტი სამუშაო ადგილი იყოს და მეტი დახმარების აღმოჩენა შეძლონ ადგილზე, ისევე როგორც ხელს შევუწყობთ მაღალი გამავლობის სამედიცინო...
წინა სტატია მარნეულის ყოფილი მერის თემურ აბაზოვის ადვოკატის მერაბ ჩიქოვანის განცხადებით, პროკურატურის მიერ ამოღებულ ნივთმტკიცებაზე, მისი დაცვის ქვეშ მყოფის ბიოლოგიური მასალის არსებობა ჩატარებული ექსპერტიზის შედეგად, არ დასტურდება. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს. "ბიოლოგიური ექსპერტიზით უდავოდ დადასტურდა ის გარემოება, რომ იმ ჭიქაზე, რომელშიც აღმოჩნდა ელჩინ ალახვერდიევის შარდი, არ არის თემურ აბაზოვის ბიოლოგიური მასალა, ანუ მისი გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება. ასევე არ ვლინდება სხვა პირების...
საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ, პირველი არხის გადაცემა "ახალი კვირის“ სიუჟეტის გმირს 13 წლის გიორგი ქოჩქიანს, მაღალმთიანი რეგიონების განვითარების 2019-2023 წლების სტრატეგიის პრეზენტაციის დროს, "მთის შვილის“ წოდება მიანიჭა. "მინდა, გიორგის მაგალითი მოვიყვანო, როგორც საუკეთესო მაგალითი ჩვენთან, მთაში როგორი თაობები იზრდებიან, როგორი პატრიოტები, როგორი ნიჭიერები და რაც მთავარია, გულწრფელები. ეს არის მთავარი მიზეზი, რატომაც საქართველო ასე ძალიან უყვართ ჩვენს მეგობრებს. ჩვენი ამოცანაა, რომ...
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჩიქოვანის N16-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოფარეხების დემონტაჟის შემდეგ მოწყობილი სკვერი დაათვალიერა. როგორც კახა კალაძე ამბობს, ძველი ავტოფარეხების ადგილზე, დასასვენებელი სივრცე მოსახლეობის მხარდაჭერითა და თანადგომით მოეწყო. მისივე თქმით, თბილისის მერიას ანალოგიური მიდგომა ექნება ყველა იმ ადგილთან მიმართებაში, სადაც ავტოფარეხების დემონტაჟი განხორციელდება. სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, სკვერის ტერიტორიაზე განახლდა საბავშვო გასართობი მოედანი და დაიგო კაუჩუკის საფარი. ამასთან, სკვერში თანამედროვე საბაღე ფურნიტურა,...
წინა სტატია ტაქსის ნებართვის 23 ათასზე მეტი მფლობელიდან 71 ქალია. ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის, მამუკა მუმლაძის განცხადებით, რეფორმა წარმატებით მიმდინარეობს. შემდგომი პირობები კი, - რაც ტაქსის ვიზუალურ მხარესა და ფერს ეხება, დასამტკიცებლად საკრებულოშია წარდგენილი. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს. ტაქსებს, რომლებიც გამოძახებაზე მუშაობენ, შეუძლიათ, ტაქსის ფერი უცვლელი დატოვონ და B-კატეგორიით ისარგებლონ, რაც იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ გამოძახებაზე იმუშავებენ და ავტომობილზე ტაქსის ნიშნის განთავსებისა და ქუჩიდან მგზავრის აყვანის...
წინა სტატია "თქვენ ხართ მთელი საქართველოს იმედი, თქვენი აქ ყოფნით იცავთ ქართულ მიწას, საქართველოს საზღვარს, თითოეული მთაში მცხოვრები საქართველოს ცოცხალი ფარია", - ასე მიმართა მთის მცხოვრებლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, მაღალმთიანი რეგიონების განვითარების 2019-2023 წლების სტრატეგიის პრეზენტაციისას. მამუკა ბახტაძის თქმით, მთავრობის პრიორიტეტია, რომ მთაში მცხოვრებლებს ღირსეული პირობები შეუქმნას და ცხოვრება შეუმსუბუქოს. "11 დეკემბერს მსოფლიოში მთის საერთაშორისო დღე აღინიშნება. წელს, პირველად ჩვენც ვუერთდებით...
წინა სტატია საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ მაღალმთიანი რეგიონების განვითარების 2019-2023 წლების სტრატეგიის პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ 2019 წლის ივლისში საქართველოში მთის კვირეული გაიმართება. მისი თქმით, კვირეული სიმბოლურად, მთის კანონის მიღების დღის, 16 ივლისის კვირაში გაიმართება. "მახსოვს როდესაც მთის კანონს ვიღებდით, ისეთი გამონათქვამები ისმოდა, რომელიც ყველას დაგვამახსოვრდა: ეს პროექტი იქნება წყალში გადაყრილი ფული, ამით ჩვენ ვერ მოვუტანთ შედეგს მთის მოსახლეობას და ა.შ. ჩვენ ამ...
წინა სტატია საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ "ექსპო ჯორჯიაში“, მაღალმთიანი რეგიონების განვითარების 2019-2023 წლების სტრატეგიის პრეზენტაციაზე საუბრისას განაცხადა, რომ მთაში კატასტროფების წინასწარი გაფრთხილების სისტემების დამონტაჟება ძალიან მნიშვნელოვანია. "ცალკე მინდა აღვნიშნო ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევა და სამწუხაროდ, გასული სამი წლის განმავლობაში ჩვენ ეს ყველაფერი ჩვენი თვალით ვიხილეთ. კატასტროფების წინასწარი გაფრთხილების სისტემების დამონტაჟება მთაში ძალიან მნიშვნელოვანია, რათა დავაზღვიოთ ის საფრთხეები, რომელიც უკავშირდება კლიმატის ცვლილებას. ამ ნაწილში ძალიან მნიშვნელოვანი თანხები...
საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ მაღალმთიანი რეგიონების განვითარების 2019-2023 წლების სტრატეგიის პრეზენტაცია გამართა. მისის თქმით, მთის განვითარების პროგრამის ფარგლებში 110 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. "მთა თავისი უნიკალურობითა და იქ მცხოვრები პატრიოტების წყალობით უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის სტაბილურობის, განვითარებისა და წინსვლის გზაზე, სწორედ ამიტომ, საქართველოს მთვრობამ მთა პრიორიტეტად გამოაცხადა და ჩვენ მივიღეთ მთის კანონი, რომლითაც საშუალება მოგვეცა, თქვენთვის პირველი რიგის ამოცანები გადაგვეჭრა. ძირითადად, ეს არის...
წინა სტატია თბილისის მერიმა კახა კალაძემ, ფეისბუქ ლაივის საშუალებით, საზოგადოებას ნარჩენების სეპარირებისთვის განკუთვნილი ახალი  ურნები წარუდგინა. მისი თქმით ახალი ურნები რამდენიმე განყოფილებისგან შედგება და ურნებს უახლოეს მომავალში, თბილისის სხვადასხვა ქუჩებში განალაგებენ. "საპილოტე პროექტი პირველ ეტაპზე, ახალ აღმაშენებელზე განხორციელდება, სადაც უკვე რეაბილიტაციაა ჩატარებული. ასევე, ორბელიანისა და გუდიაშვილის მოედნებზე, თუმცა სამომავლოდ, რა თქმა უნდა, სეპარაციის ურნები მთელი ქალაქის მასშტაბით განთავსდება. ურნები პლასტიკური ბოთლების,...
წინა სტატია "თბილსერვის ჯგუფმა“ დედაქალაქის ცენტრალური ქუჩების მორთვა დაიწყო. ახალი საახალწლო განათებები რუსთაველის, თამარაშვილის, ჩოლოყაშვილის გამზირებზე, ასევე, კოსტავას, ბარათაშვილისა და მელიქიშვილის ქუჩებზე დამონტაჟდება. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს. დღემდე, "თბილსერვის ჯგუფი“ საახალწლო ილუმინაციებისა და აქსესუარების მონტაჟს თბილისის გარეუბნებში ახორციელებდა. ამ უბნებში უკვე არსებული სანათი მოწყობილობები დამონტაჟდა, რომლებიც გასულ წელს, ცენტრალურ რაიონებში იყო განთავსებული. რუსთაველის, თამარაშვილი-ჩოლოყაშვილის გამზირებზე, ასევე, ბარათაშვილის, მელიქიშვილისა და კოსტავას ქუჩებზე დამონტაჟდება: ანგელოზი...
წინა სტატია ახლადარჩეული პრეზიდენტი მიწების უცხოელებზე გასხვისებასთან დაკავშირებით მოქალაქეთა ჯგუფის პროტესტს გამოეხმაურა. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მიწა არის განსაკუთრებული რესურსი და მასთან დაკავშირებით ორგანული კანონი, რაც შეიძლება, სწრაფად უნდა მიიღონ. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს. მოქალაქეთა ნაწილი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებს, რომელმაც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხოელებზე გასხვისებასთან დაკავშირებული მორატორიუმი არაკონსტიტუციურად ცნო. საპროტესტო აქციის მონაწილეები ცდილობენ არ დაუშვან 16 დეკემბრამდე დარჩენილ დროში მიწების უცხო ქვეყნების მოქალაქეებზე დარეგისტრირება. იუსტიციის...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის თქმით, დაცული ლანდშაფტის სახით არაგვის დაცული ტერიტორია შეიქმნება. ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს. "იქმნება არაგვის დაცული ტერიტორია, დაცული ლანდშაფტის სახით. მართვა და პროექტები ერთობლივად განხორციელდება მუნიციპალიტეტსა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ. გუდამაყარში, ფშავსა და პირიქითა ხევსურეთში იქმნება დაცული ლანდშაფტი, რომელიც ეკოტურიზმის განვითარების საშუალებას მოგვცემს“, – განაცხადა მინისტრმა. ამასთან, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ყაზბეგის ეროვნული პარკის...
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი შიოლაშვილის განცხადებით, 10 დეკემბრისთვის ბიუჯეტის ათვისების ისეთი დაბალი მაჩვენებელი, როგორც წელს არის, აქამდე არ ყოფილა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს. დეპუტატის თქმით, აღნიშნულის სრული ანალიზი და პასუხისმგებლი პირების გამოვლენა უნდა მოხდეს. "დღეს მოვისმინეთ 2018 წლის ბიუჯეტის ათვისების საკითხი და ჩემთვის ძალიან გულდასაწყვეტი იყო, რომ კახეთის მასშტაბით 35 მილიონიდან მხოლოდ 14 მილიონია ათვისებული. ასეთი დაბალი ათვისება "ქართული ოცნების" ხელისუფლების დროს, არც...
ასპინძის მუნიციპალიტეტში 18 საჯარო სკოლიდან ზამთარში, ორი ბუნებრივი აირით, ორი ელექტროგამათბობლებით, სამი შეშის ცენტრალური გათბობით და დანარჩენი შეშის ღუმელით თბება. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. ბუნებრივი აირით მხოლოდ დამალისა და ხიზაბავრის სკოლები თბება. ელექტროგამათბობლებს კი მირაშხანისა და ნიჯგორის სკოლები იყენებენ. "ეს სკოლები 2012 წელს აშენდა და სისტემა შეყვანილი არ არის, ამიტომ ელექტრო ბატარიები დგას“, - ამბობს ასპინძის საგანმანათლებო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ტრისტან მურადაშვილი. შეშის...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ