გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის თქმით, დაცული ლანდშაფტის სახით არაგვის დაცული ტერიტორია შეიქმნება. ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.
“იქმნება არაგვის დაცული ტერიტორია, დაცული ლანდშაფტის სახით. მართვა და პროექტები ერთობლივად განხორციელდება მუნიციპალიტეტსა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ. გუდამაყარში, ფშავსა და პირიქითა ხევსურეთში იქმნება დაცული ლანდშაფტი, რომელიც ეკოტურიზმის განვითარების საშუალებას მოგვცემს“, – განაცხადა მინისტრმა.
ამასთან, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ყაზბეგის ეროვნული პარკის ტერიტორია იზრდება.