ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, საქართველოში 2019-2020 წლებში 400 ამბულატორიის რეკონსტრუქცია ან ახლის აშენება იგეგმება. ამასთან, მინისტრი აცხადებს, რომ მაღალმთიან დასახლებებში დაგეგმილია ექიმებისთვის უფრო მეტი სამუშაო ადგილის შექმნა. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.
“საზღვრისპირა და მაღალმთიან რეგიონებში ჩვენ ხელს შევუწყობთ ასევე სოფლის ექიმებს, რომ უფრო მეტი სამუშაო ადგილი იყოს და მეტი დახმარების აღმოჩენა შეძლონ ადგილზე, ისევე როგორც ხელს შევუწყობთ მაღალი გამავლობის სამედიცინო ტრანსპორტით”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
შეგახსენებთ, რომ 2019 წლის განმავლობაში საქართველოს რამდენიმე მაღალმთიან მუნიციპალიტეტს სასწრაფო დახმარების მაღალი გამავლობის მანქანები გადაეცათ.