წინა სტატია პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ გოგი წულაიამ, ქუთაისის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი დაწვა. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს. ოპოზიციური პარტიის, ადგილობრივი ლიდერის თქმით, ბიუჯეტის ეს პროექტი, მომდევნო წელს ქუთაისის მოსახლეობას კიდევ უფრო გააღარიბებს. წულაიას განმარტებით, 2019 წლის ქალაქის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში წერია, რომ ხელფასები მხოლოდ საჯარო მოხელეებს ეზრდებათ. "ეს არის მოსახლეობის გაღარიბების ბიუჯეტის პროექტი. ეს ადამიანები საერთოდ არ ზრუნავენ ქალაქზე და...
წინა სტატია თბილისის მასშტაბით საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი გრძელდება. დედაქალაქს საახალწლოდ 2 093 789 ლარის ახალი ილუმინაციები ექნება. როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, ამაღამ მელიქიშვილის გამზირი ორი ღამის განმავლობაში გადაიკეტება. მათივე ინფორმაციით, სამუშაოებს  "თბილსერვის ჯგუფი’’ 18 და 19 დეკემბერს 00:00 საათიდან 07:00 საათამდე განახორციელებს. შეგახსენებთ, რომ დედაქალაქის მთავარ ნაძვის ხეს რესპუბლიკის მოედანზე 22 დეკემბერს გაანათებენ. ამასთან, რესპუბლიკის მოედანზე ავტომანქანების გადაადგილება 2019 წლის 8 იანვარამდე აიკრძალა. თბილისელებსა და...
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს. "გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის აუქციონის წესით გასხვისებასთან დაკავშირებულ პროცედურებში ხელშეწყობისათვის, მოქალაქე 2 000 აშშ დოლარი მოსთხოვა, საიდანაც წინასწარ 1 000 აშშ დოლარი აიღო. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის...
ავტორი: მაგდა პოპიაშვილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულების მხრივ წლევანდელი წელი ხელისუფლებისთვის განსაკუთრებით რთული რომ აღმოჩნდა, ამას უკვე მთავრობაც აღიარებს. ინფრასტრუქტურის სამინისტროს წლევანდელი ბიუჯეტი 600 მილიონზე მეტით სწორედ აუთვისებლობის გამო მცირდება. როგორც აღმოჩნდა, უწყებას პრობლემები მხოლოდ საქვეუწყებო ორგანიზაციების მიერ შეუსრულებელი პროექტების მხრივ არ აქვს. თანხების ათვისება რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდანაც ძალიან დაბალია. დღევანდელი მონაცემებით, განაწილებული 250-მილიონიდან მხოლოდ 146 მილიონია ათვისებული. ასეთი დაბალი მაჩვენებელი...
ანა პაჭიკაშვილი - ყვარლის მუნიციპალიტეტი, სოფელი ზინობიანი 2004 წელს მე-10 კლასის მოსწავლე ვიყავი, როდესაც პირველად შევდგი ფეხი ჩემი ქალაქის ადმინისტრაციულ ორგანოში - ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში. ბუნდოვნად მახსოვს მამაკაცები, რომლებიც ფურცლებით ხელში რაღაც თანხის განაწილებაზე მსჯელობდნენ. ეს ის პერიოდია, როდესაც კომპეტენციები ცენტრსა და პერიფერიას შორის აღრეულია, ბიუჯეტი, როგორც ასეთი, არ გვაქვს, ადგილზე არჩევითი თანამდებობები არ არსებობს, თუმცა, მაინც გასაგები და ნათელი...
წინა სტატია ქუთაისის 2019 წლის ბიუჯეტს საკრებულო, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის ბოლო სხდომაზე, 26 დეკემბერს დაამტკიცებს. ბიუჯეტის პროექტის კორექტირებული ვერსია  წარმომადგენლობით ორგანოს აღმასრულებელმა უკვე დაუბრუნა, თუმცა, უცნობია კონკრეტულად რა შეცვალა მერიამ დოკუმენტში, რადგან ორი კვირის წინ საკრებულოს უმრავლესობას ბიუჯეტთან დაკავშირებით შენიშვნები პრაქტიკულად არ ჰქონდა. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს. საკრებულოს საფინანსო–საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე, კახა ბოჭორიშვილი ამბობდა, რომ მერიას რეკომენდაციები მხოლოდ თანხის მუხლიდან მუხლში გადატანის შესახებ ...
ქედის მუნიციპალიტეტის მერიამ, მიმდინარე წელს ქედის კულტურის ცენტრის რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტის შედგენაზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 50 000 ლარი გამოყო. როგორც მერიაში აცხადებენ, ტენდერში გამარჯვებულმა შპს "სითი ართ დეისიმ" დოკუმენტი მაკეტთან ერთად უკვე წარადგინა და მისი ღირებულება 21 100 ლარს, ხოლო პროექტის სრული ღირებულება 1 500 000 ლარზე მეტს შეადგენს. მათივე ცნობით, ამ ეტაპზეპროექტის დასაფინანსებლად ერთ-ერთ კომპანიასთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ.
ზესტაფონში, აღმაშენებლის ქუჩაზე, 17-20 დეკემბერს ღამის საათებში მოძრაობა შეიზღუდება. "შპს "ჯორჯიან მანგანეზი“ 2018 წლის 17 დეკემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით ღამის 00:00 საათიდან დილის 08:00 საათამდე, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 195-ე კმ-ზე, ქალაქ ზესტაფონში, აღმაშენებლის ქუჩაზე, კერძოდ საქარხნოს ქუჩაზე არსებული სარკინიგზო გადასასვლელების მოწესრიგებას და ავტოტრანსპორტის გამტარუნარიანობის გაზრდის მიზნით ლიანდაგის რელსებს შორის მანძილის გაწმენდის და შემდგომ მათი ასფალტით ამოვსების სამუშაოთა წარმოებას გეგმავს, რისთვისაც...
წინა სტატია ბორჯომი 2019 წელს ახალი ნაძვის ხით და საახალწლო დეკორაციებით შეხვდება. სპეციალურად განათებული ფიგურები ქუჩებში, სკვერებსა და ბაღებში დამონტაჟდება. მერიის ინფორმაციით, ახალი ნაძვის ხე მიმდინარე წელს შეიძინეს და მისი სიმაღლე 12 მეტრია. " წლევანდელი ახალი წელი თითოეული ბორჯომელისა და ქალაქის სტუმრებისათვის გამორჩეული იქნება. ჩვენი ქალაქი დღესასწაულს ახალი ნაძვის ხით შეხვდება. ნაძვის ხე მიმდინარე წელს შევიძინეთ და მისი მონტაჟი ქალაქის ცენტრალურ ნაწილში აქტიურად მიმდინარეობს....
წინა სტატია გორის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი 19:00 საათზე გორის ცენტრალურ მოედანზე ქალაქის მთავარ ნაძვის ხეს საზეიმოდ გაანათებს. როგორც მერიაში აცხადებენ, დღესვე გორში ნაძვის ხესთან ერთად, საახალწლოდ მორთული ქუჩებიც განათდება და სტალინის გამზირზე, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობის წინ, ღონისძიებაც გაიმართება. ამასთან, ცნობილია, რომ გორში საახალწლო ბაზრობა მოეწყობა. შეგახსენებთ, რომ საახალწლო განათებების შესაძენად გორის მერიამ 30 000 ლარი გამოყო.
წინა სტატია ბათუმში, ევროპის მოედანზე, 25 დეკემბერს 21:00 საათზე საახალწლო ნაძვის ხეს საზეიმოდ აანთებენ. როგორც მერიაში აცხადებენ, ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს საინტერესო სანახაობა და სიურპრიზები ელოდებათ. ამასთან, ცნობილია, რომ გასული წელს დაწყებული პროექტი “ახალი წელი შენს ეზოში” ბათუმში წელსაც განხორციელდება. მერიის ცნობით, სატვირთო ავტომობილი სხვადასხვა ქუჩებზე იმოძრავებს და საახალწლო განწყობას შექმნის. სადღესასწაულოდ ქალაქ ბათუმის გაფორმებისთვის ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 800 000 ლარია გათვალისწინებული.
უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე ითხოვს, რომ ბათუმის საბავშვო ბაღების პედაგოგებს ხელფასი გაუზარდონ. როგორც ბაკურიძემ განაცხადა, ადგილობრივი ხელისუფლება საბავშვო ბაღების თანამშრომელთა ხელფასებს ამცირებს და მეცამეტე ხელფასსაც კი არ უხდის. თამაზ ბაკურიძე ამბობს, რომ მიმდინარე წლის ბათუმის ბიუჯეტში ათასობით თანხა აუთვისებელი დარჩა და ბათუმის მერია არ ცდილობს, რომ აღნიშნული თანხები საბავშვო ბაღების პედაგოგთა ხელფასების გასაზრდელად გამოიყენოს. უფლებადამცველი ბათუმის მერიას მოუწოდებს, რომ საბავშვო ბაღების პედაგოგებს ხელფასები...
წინა სტატია ქუთაისის მე–6 საჯარო სკოლაში, რომელსაც 30 ნოემბერს ძლიერმა ქარმა სახურავი გადახადა, წყალი ჩადის. წვიმისგან დაზიანებულია სამსართულიანი შენობის მეორე და მესამე სართულები. ოთახებში, სადაც წყალი ჩადის, სასწავლო პროცესი არ მიმდინარეობს. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს. სკოლის ადმინისტრაციამ მოსწავლეები ბიბლიოთეკასა და ლაბორატორიებში გადაანაწილა. "გამოგვყავს ბავშვები იმ ოთახებიდან, სადაც გაუსაძლისი მდგომარეობაა. ვიყენებთ ლაბორატორიებს და ბიბლიოთეკას. თუ არ გარემონტდა ეს ოთახები, აქ დაბრუნება შეუძლებელი იქნება",...
"გორში, კომბინატის დასახლებაში მდებარე "ბითფურის“ მონაცემთა ცენტრი, საკრებულოს თავმჯდომარის მამის სახელზე რეგისტრირებულ ფართზეა განთავსებული", - ეს ინფორმაცია "რადიო მოზაიკას" თავად დავით რაზმაძემ დაუდასტურა. მისი ინფორმაციით, კომპანიასთან, რომლის წარმომადგენელიც 2 ამერიკელია, ხელშეკრულება 2015 წელს გაფორმდა და ოჯახის კუთვნილი უძრავი ქონება სწორედ მათ დაიქირავეს. დავით რაზმაძე ამბობს, რომ ყოველთვიურად ფართის გაქირავებიდან მიღებული თანხა 1440 დოლარს შეადგენს. "ჩვენი ოჯახის საკუთრებაა ფართი, სადაც ბიტკოინების ქარხანა...
ცხოველთა დამცველმა ირმა მთიულიშვილმა გორის საკრებულოს სხდომაზე განაცხადა, რომ  მიუსაფარ ძაღლებს მოსავლელად საკრებულოში მიიყვანენ. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს. მისი თქმით, მუნიციპალური თავშესაფრისთვის გამოყოფილ თანხიდან, დაახლოებით, 143 000 ლარიდან ცხოველებს მხოლოდ 17 ათასი ლარი ხმარდება. დანარჩენი კი, შრომის ანაზღაურებასა და სხვადასხვა ხარჯებს ხმარდება. ირმა მთიულიშვილის შეფასებით, თავშესაფარში დასაქმებული 17 ადამიანი რეალურად ადგილზე არ მუშაობს. "ნებისმიერი ადამიანი მივიდეს თავშესაფარში, ნახავს, რომ...
მომავალი წლიდან დაბა ადიგენის, აბასთუმნისა და უდეს საჯარო სკოლებში გაზის შეყვანა იგეგმება. ამჟამად კი მუნიციპალიტეტის 25 სკოლიდან ბუნებრივი აირით მხოლოდ ერთი, არალის სკოლა თბება. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. ადიგენში 17 სკოლა შეშის ღუმელით, ხუთი შეშის ცენტრალური გათბობით, ერთი გაზით, ორი კი ელექტროგამათბობლებით თბება. ადიგენის რესურსცენტრის უფროსის ინგა ბოჭორიშვილის თქმით, დაბის 22–ვე სკოლა, რომელიც შეშაზეა დამოკიდებული, მერქნის შესაბამისი რაოდენობით უკვე მომარაგებულია: "გაზი...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ