ცხოველთა დამცველმა ირმა მთიულიშვილმა გორის საკრებულოს სხდომაზე განაცხადა, რომ მიუსაფარ ძაღლებს მოსავლელად საკრებულოში მიიყვანენ. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
მისი თქმით, მუნიციპალური თავშესაფრისთვის გამოყოფილ თანხიდან, დაახლოებით, 143 000 ლარიდან ცხოველებს მხოლოდ 17 ათასი ლარი ხმარდება. დანარჩენი კი, შრომის ანაზღაურებასა და სხვადასხვა ხარჯებს ხმარდება. ირმა მთიულიშვილის შეფასებით, თავშესაფარში დასაქმებული 17 ადამიანი რეალურად ადგილზე არ მუშაობს.
“ნებისმიერი ადამიანი მივიდეს თავშესაფარში, ნახავს, რომ იქ მხოლოდ ორი ადამიანი ტრიალებს. ქალაქში ძაღლებს არ უტარდება სტერილიზაცია და კასტრაცია. პოპულაციის მართვა არ ხდება” – აცხადებს ირმა მთიულიშვილი.