მცხეთის მერის წარმომადგენელი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

1099

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის აუქციონის წესით გასხვისებასთან დაკავშირებულ პროცედურებში ხელშეწყობისათვის, მოქალაქე 2 000 აშშ დოლარი მოსთხოვა, საიდანაც წინასწარ 1 000 აშშ დოლარი აიღო.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, – აცხადებენ უწყებაში.