მთაწმინდის რაიონში, ვერაზე, გალის ქუჩაზე, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს.
როგორც გამგეობაში აცხადებენ, ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, ამორტიზებული გზის საფარი 2 500 კვ.მ ფართობზე შეკეთდება, სადაც ამ დროისთვის ასფალტის ახალი საფარი იგება. ასევე, მათივე ცნობით, საგზაო სამუშაოების ფარგლებში, უკვე მოეწყო ბორდიური და მოწესრიგდა მიწისქვეშა კომუნიკაცია.
გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რომელიც გალის ქუჩაზე ბოლო ათეული წლებია არ ჩატარებულა, მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე მოადგილეებთან ერთად...
ნაძალადევის რაიონში, გურამიშვილის გამზირის N74ა-ს მიმდებარედ არსებულ შესახვევში საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა. პროექტის ფარგლებში, მოეწყო ბორდიური და 1 450 კვ.მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო.
"პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე ფეიქრების ქუჩაზე სხვადასხვა დაწესებულებაში დასაქმებული ადამიანებისთვის, რომლებიც აღნიშნული გზით ყოველდღიურად სარგებლობენ. ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო გზის საფარი და წვიმიან ამინდში მოქალაქეებს გადაადგილება უჭირდათ. დღეს ტერიტორია უკვე კეთილმოწყობილია“, - განაცხადა...
წინა სტატია
მარნეულის ყოფილ მერს იმედი აქვს, რომ მოსამართლე მის საქმეზე გამამართლებელ განაჩენს გამოიტანს. ამის შესახებ აბაზოვმა რუსთავის საქალაქო სასამართლოში სხდომისას განაცხადა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
თემურ აბაზოვის თქმით, ის და მისი ოჯახი ამ საქმეში მსხვერპლია.
"მე თავიდანვე ვამბობდი, რომ ვარ უდანაშაულო, ვარ მსხვერპლი, ჩემი ოჯახია პირველ რიგში მსხვერპლი. მოლოდინი მაქვს, რომ მოსამართლე მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას და გამამართლებს. შედგა საპროცესო გარიგება, შემეფარდა გირაო....
კრწანისისი რაიონში, გრიშაშვილის ქუჩის N51-ის მიმდებარედ, სკვერის მოწყობის დასკვნითი სამუშაოები მიმდინარეობს.
გამგეობის ინფორმაციით, ახალი სკვერი 1 000 კვ.მ ფართობზე ეწყობა და ის თანამედროვე ინვენტარით აღიჭურვება. ამასთან, პროექტის ფარგლებში, მიმდებარე ტერიტორიაზე ტერასის ხიდი ლითონის მოაჯირით, საყრდენი კედლები, კიბისა და გზისპირა მოაჯირი მოეწყო. ასევე, მოეწყობა წყლის შადრევანი და გარეგანათების ქსელი.
"სკვერი სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარით მწვანდება და რულონური გაზონი ეწყობა. ასევე, დამონტაჟდება საპარკე სკამები,...
თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა საბურთალოს რაიონში, სიმონ ჩიქოვანის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა.
მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში, გზის სავალ ნაწილზე ასფალტო-ბეტონის საფარი დაიგო, გაკეთდა ახალი სანიაღვრე სისტემა და ტროტუარი, რომელიც აქამდე ქუჩაზე არ არსებობდა. გარდა ამისა, მოეწყო ორი საყრდენი კედელი და შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციების დაზიანებული მონაკვეთები. ამასთან, ტროტუარებზე შშმ პირთათვის ადაპტირებული გადასასვლელები, გარეგანათების ბოძები და ახალი სანათები მოეწყო. სარეაბილიტაციო...
ისნის რაიონში, მეტრომშენის დასახლებაში, ეკატერინე მელიქიშვილის (ყოფილი აფანასიევი) ქუჩის სრული რეაბილიტაცია დაიწყო.
როგორც გამგეობასი აცხადებენ, პროექტის პირველ ეტაპზე, გზის 220-მეტრიან მონაკვეთზე, წყალმომარაგების ქსელი შეიცვლება. სამუშაოებს ისნის რაიონის გამგეობის ხელშეწყობით, კომპანია "GWP" ახორციელებს. მიწისქვეშა საინჟინრო-საკომუნიკაციო სამუშაოები წლის ბოლოს დასრულდება, რის შემდეგაც, გამგეობა 3 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე გზის რეაბილიტაციას დაიწყებს.
"მეტრომშენში, როგორც ადგილობრივ მაცხოვრებლებს დავპირდით, ყოფილი აფანასიევის ქუჩის სრული რეაბილიტაციაა დაწყებული. პირველ...
ვაკის რაიონში სკვერებისა და საბავშვო მოედნების მოწყობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტების განსახორციელებლად, გამგეობის ბიუჯეტიდან 482 000 ლარია გამოყოფილი.
მცირე ზომის სკვერებისა და საბავშვო მოედნების მოწყობის სამუშაოები პოლიტკოვსკაიას N38-ში, ქუთათელაძის N17-ში და ნუცუბიძის III მიკრორაიონის I კვარტლის მე-16 კორპუსის მიმდებარედ უკვე დასრულებულია. სხვა მისამართებთან ერთად, სამუშაოების ბოლო ეტაპი სოფელ თხინვალაში, ნუცუბიძის II მიკრორაიონის III კვარტლის I კორპუსის მიმდებარედ და ნუცუბიძის II მიკრორაიონის II კვარტლის...
ვაკის რაიონში, რვა მისამართზე წყლისა და წყალარინების შიდა ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მათ შორის, სამუშაოები, ვაჟა-ფშაველას I კვარტლის მე-18 კორპუსისა და ნუცუბიძის II მიკრორაიონის III კვარტლის მე-7 კორპუსის ტერიტორიებზე ხორციელდება.
გამგეობის ინფორმაციით, ქსელები სრულად განახლდება, გამოიცვლება მილები და რეაბილიტაციის გარე პერიმეტრზე ასფალტის ახალი საფარი დაიგება.
სამუშაოები, რომლის საერთო ღირებულება 162 746 ლარს შეადგენს, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში სრულდება.
გამგეობის ცნობით, წყალარინების...
დღეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა საქართველოში ლუიზა ვინტონმა სოფლის განვითარების პროგრამის მესამე ფაზის თანადაფინანსების ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი მოაწერეს.
როგორც აჭარის მთავრობაში აცხადებენ, აჭარა თავის წვლილს შეიტანს ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე 10 მილიონი ევროს ღირებულების პროექტის - ENPARD-3: საქართველოს სოფლის განვითარების ხელშეწყობა განხორციელებაში.
მათივე ცნობით, ეს ინიციატივა აჭარაში სოფლის განვითარების კუთხით მცირე და საშუალო...
"განათლების რეფორმაში ბაღებს წამყვანი როლი ექნებათ", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ფეისბუქ ლაივში ბაღების მასწავლებლების ანაზღაურებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.
"სკოლამდელი განათლება არ ითვლება განათლების სისტემის კომპონენტად, რაც ძალიან დიდი შეცდომაა. ჩვენ, ახალი რეფორმის ფარგლებში, ამ საკითხს აუცილებლად გამოვასწორებთ. რეფორმის დანერგვის შემდეგ ბაღებში მომუშავე პერსონალი და მასწავლებლები ჩაითვლებიან განათლების სისტემაში მომუშავე მასწავლებლებად და შესაბამისად მათი ანაზღაურებაც განათლების სისტემაში არსებული...
ფოთში საკრებულოს რიგგარეშე სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. ოპოზიციის წარმომადგენლებმა საჯარო მოხელეებისთვის ხელფასების მომატება, სოციალურ პაკეტში დარჩენილი თანხა და მრავალშვილიან ოჯახებზე დაწესებული რეგულაციები გააპროტესტესტეს. მათი შეფასებით, ეს სამარცხვინო ფაქტია. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
"ხალხი შიმშილით იხოცება და ესენი კი ხელფასებს იმატებენ წლის ბოლოს. ფოთი საერთოდ განადგურებულია, არაფერი კეთდება ამ ქალაქში. არჩევნები მოიგეს კრიმინალებით, ხახვით, კარტოფილით, ფულის გაცემით, დაშანტაჟებითა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით....
წინა სტატია
ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ზუგდიდის 2019 წლის ბიუჯეტს მხარს არ დაუჭერს. "ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანლის ანა წითლიძის თქმით, მომდევნო წლის ბიუჯეტის დოკუმენტი დანაშაულებრივია. წითლიძე საკრებულოს წევრებს მოუწოდებს, ბიუჯეტს მხარი არ დაიჭირონ. ინფორმაციასინტერპრესნიუსი ავრცელებს.
"ზუგდიდელები იმსახურებენ იცოდნენ, ვის უნდა გადაუხადონ ხელფასები. ეს არის დანაშაულებრივი დოკუმენტი, რადგან 34 მილიონ 500 ათასიდან 19 მილიონი გათვალისწინებულია სახელფასო ფონდისთვის, 3 მილიონი ადმინისტრაციული მომსახურებისთვის. ჩვენ...
სამეგრელოსა და აფხაზეთში, კერძოდ, გალსა და ოჩამჩირეში მცხოვრებლებს სამეწარმეო საქმიანობის წამოწყება - განვითარებაში დაეხმარებიან. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
ადამიანებს, რომლებსაც კონკრეტული ბიზნეს იდეა ქვთ, ან არსებული საქმიანობის გაფართოვება სურთ, გრანტები გადაეცემათ. ეს იქნება, ძირითადად, დანადგარები, მოწყობილობებ და მასალები. პროექტის პრიორიტეტულ სამიზნე ჯგუფს დევნილები წარმოადგენენ. თუმცა საკუთარი ინიციატივის წარდგენა ადგილობრივ მცხოვრებლებსაც შეეძლებათ.
"თუ თქვენ საინტერესო ჩანაფიქრი გაქვთ, რომლის ბიზნესად ქცევას გადაწყვეტთ, პირველ რიგში ამ...
სოხუმის დეფაქტო ადმინისტრაცია მოქალაქეებს მიმართავს, გაუფრთხილდნენ ქალაქის ქონებას და არ მოიპარონ მთავარი ნაძვის ხიდან სათამაშოები. როგორც ე.წ. ადმინისტრაციის განცხადებაშია ნათქვამი, თავისუფლების მოედანზე ნაძვის ხიდან სათამაშოები და განათებები მოიპარეს. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
"მოვუწოდებთ მშობლებს, ყურადღება მიაქციონ ბავშვებს. ასევე გვინდა გაგაფრთხილოთ, რომ ნაძვის ხის მიმდებარე ტერიტორიაზე განათებებისთვის გაყვანილია ელექტროსადენები და ბაშვების ყურადღება უსაფრთხოების თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია. მოედანზე განთავსებულ ფიგურებთან ფოტოები გადაიღეთ მათთან უშუალო კონტაქტის...
ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ახალციხის მერს, ზაზა მელიქიძეს 2014 წლის, ანუ მას შემდეგ, რაც იგი ჯერ ახალციხის გამგებლად, შემდეგ კი მერად აირჩიეს, არაფერი შეუძენია. ინფორმაციას სამხრეთისკარიბჭე ავრცელებს.
ახალციხის მერმა ზაზა მელიქიძემ ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს 30 ოქტომბერს შეავსო. დოკუმენტის მიხედვით, მას შვიდი მიწის ნაკვეთი აქვს. მათ შორის ოთხი ასპინძაში, სოფელ ტოლოშში, სამი კი ახალციხეში. სოფელში ოთხივე ნაკვეთი მემკვიდრეობით 2011 წელს მიიღო და...
წინა სტატია
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ქალაქში კვირაში ორჯერ გამოიყოფა კონკრეტული ადგილები, რომელიც ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით კეთილმოწყობილი იქნება. კალაძის განცხადებით, გამოყოფილი ადგილებით სარგებლობა უფასო იქნება. ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.
"კონკრეტულ ადგილებში თავისუფლად ექნებათ შესაძლებლობა სოფლიდან ჩამოტანილი ნობათისა და თავიანთი პროდუქტების რეალიზება მოახდინონ. გარდა ამისა, ერთ-ერთ მთავრობის სხდომაზე დავავალე გამგებლებს და მიმდინარეობს მუშაობა, რომ ქალაქში კვირაში ორჯერ გამოიყოს კონკრეტული ადგილები, რომელიც იქნება კეთილმოწყობილი...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































