ბახტაძე: სკოლამდელი განათლება განათლების სისტემის კომპონენტად არ ითვლება და გამოვასწორებთ

1282

“განათლების რეფორმაში ბაღებს წამყვანი როლი ექნებათ”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ფეისბუქ ლაივში ბაღების მასწავლებლების ანაზღაურებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

“სკოლამდელი განათლება არ ითვლება განათლების სისტემის კომპონენტად, რაც ძალიან დიდი შეცდომაა. ჩვენ, ახალი რეფორმის ფარგლებში, ამ საკითხს აუცილებლად გამოვასწორებთ. რეფორმის დანერგვის შემდეგ ბაღებში მომუშავე პერსონალი და მასწავლებლები ჩაითვლებიან განათლების სისტემაში მომუშავე მასწავლებლებად და შესაბამისად მათი ანაზღაურებაც  განათლების სისტემაში არსებული პრინციპების შესაბამისად დაანგარიშდება“, – განაცხადა პრემიერმა.

პირდაპირი ჩართვა

Posted by მამუკა ბახტაძე Mamuka Bakhtadze on ორშაბათი, 17 დეკემბერი, 2018