ნაძალადევის რაიონში, გურამიშვილის გამზირის N74ა-ს მიმდებარედ, გზა მოაწესრიგეს

702

ნაძალადევის რაიონში, გურამიშვილის გამზირის N74ა-ს მიმდებარედ არსებულ შესახვევში საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა. პროექტის ფარგლებში, მოეწყო ბორდიური და 1 450 კვ.მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო.

“პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე ფეიქრების ქუჩაზე სხვადასხვა დაწესებულებაში დასაქმებული ადამიანებისთვის, რომლებიც აღნიშნული გზით ყოველდღიურად სარგებლობენ. ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო გზის საფარი და წვიმიან ამინდში მოქალაქეებს გადაადგილება უჭირდათ. დღეს ტერიტორია უკვე კეთილმოწყობილია“, – განაცხადა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ.

საგზაო სამუშაოებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ ბიუჯეტიდან 105 000 ლარი გამოყო.