კალაძე: წინასაახალწლო დღეებში გამოიყოფა კონკრეტული ადგილები, სადაც გარევაჭრობა ნებადართული იქნება

665

წინა სტატია

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ქალაქში კვირაში ორჯერ გამოიყოფა კონკრეტული ადგილები, რომელიც ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით კეთილმოწყობილი იქნება. კალაძის განცხადებით, გამოყოფილი ადგილებით სარგებლობა უფასო იქნება. ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.

“კონკრეტულ ადგილებში თავისუფლად ექნებათ შესაძლებლობა სოფლიდან ჩამოტანილი ნობათისა და თავიანთი პროდუქტების რეალიზება მოახდინონ. გარდა ამისა, ერთ-ერთ მთავრობის სხდომაზე დავავალე გამგებლებს და მიმდინარეობს მუშაობა, რომ ქალაქში კვირაში ორჯერ გამოიყოს კონკრეტული ადგილები, რომელიც იქნება კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით. ადამიანებს, რომლებსაც ყველაზე მეტად უჭირთ, ექნებათ შესაძლებლობა, პროდუქტები გაყიდონ ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე. ისინი უფასოდ ისარგებლებენ ამ ადგილებით“, – განაცხადა კალაძემ.