სტატია მომზადებულია "სამხრეთის კარიბჭის" მიერ
ავტორი: მარიამ ბარძიმაძე, ნანა ინასარიძე
"თავფარავნელი ჭაბუკი ასპანას ქალსა ჰყვარობდა“,- "ასპანა“, ანუ ნინოწმინდაში მდებარე სოფელი ასფარა, საიდანაც მოდის ძველი ქართული ხალხური ბალადა, დაცლილია. სოფელს, რომელიც ზამთარში თვეობით იკეტება, მხოლოდ ერთი ოჯახიღა შემორჩა.
ასფარა, შეიძლება ითქვას, რომ ნანგრევებად ქცეული სოფელია. 80–მდე სახლიდან დღეს აქ 20 თუ იქნება შემორჩენილი. ფანჯრებჩამსხვრეულ და დაცლილ სახლებს ბოქლომები ადევს, ნაწილი კი ღიაა დარჩენილი, თუმცა...
წინა სტატია
დაახლოებით, ბოლო 25 წელია, რაც საახალწლოდ ბორჯომში ბუნებრივ ნაძვის ხეს რთავენ, მერიამ ხელოვნური ნაძვის ხე წელს პირველად იყიდა და მის შეძენაში, მონტაჟსა და მანათობლების მოწყობაში 83 303 ლარი გადაიხადა. საერთო ჯამში კი მუნიციპალური ბიუჯეტიდან ქალაქის მოსართავად 100 083 ლარი გაიწერა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
ბორჯომში, ქალაქის მთავარი საახალწლო ნაძვის ხე 24 დეკემბერს რუსთაველის მოედანზე გაანათეს.
ბორჯომის მერიას ქალაქში საახალწლო მოწყობილობებისა...
სამცხე–ჯავახეთის ექვსივე მუნიციპალიტეტში საახალწლო განათებების, აქსესუარებისა და ღონისძიებების მოსაწყობად 292 602 ლარი გაიწერა. რეგიონის მასშტაბით ყველაზე მეტ თანხას ბორჯომი, ყველაზე ცოტას კი ადიგენი ხარჯავს. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
სამცხე–ჯავახეთის ექვსი მუნიციპალიტეტიდან ახალი წლის ღონისძიებებისთვის ტენდერი მხოლოდ სამმა, ახალციხის, ადიგენისა და ბორჯომის მერიებმა გამოაცხადეს. ნინოწმინდის, ახალქალაქისა და ასპინძის მერიამ კი პირდაპირი შესყიდვის წესით ხელშეკრულება სხვადასხვა კომპანიასა თუ ფიზიკურ პირთან გააფორმა.
თბილისიდან ბათუმის მიმართულებით მოძრავ მატარებელში ბიბლიოთეკა მოეწყო. როგორც "საქართველოს რკინიგზაში" აცხადებენ, სულ მალე ბიბლიოთეკა მაგისტრალური მიმოსვლის ყველა მატარებელში მოეწყობა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
მატივე ინფორმაციით, უჩვეულო ბიბლიოთეკის პრეზენტაცია მწერლებმა გელა ჩარკვიანმა და გურამ მეგრელიშვილმა გამართეს. Stadler Kiss ორსართულიან მატარებელში პირველ ეტაპზე გამომცემლობა „არტანუჯისა“ და „ინტელექტის“ წიგნები განთავსდა.
"აღნიშნული პროექტით მგზავრებს საშუალება ექნებათ მათთვის საინტერესო წიგნები წაიკითხონ, რაც ერთი მხრივ, წიგნის და კითხვის პოპულარიზაციას შეუწყობს...
თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ მის ბალანსზე რიცხულ ინფრასტრუქტურაზე, მოძრავ და უძრავ ქონებაზე არსებულ სარეკლამო ადგილებზე, რეკლამის განთავსების ვადიანი, სასყიდლიანი უფლების გადაცემისა და ნებართვის მქონე თეთრ ტაქსებზე, რეკლამის განთავსების აუქციონი გამოაცხადა. ინფორმაციას ბიზნესპრესნიუსი ავრცელებს.
აუქციონში მონაწილეობისთვის კომპანიებს საკმაოდ მოკლე პერიოდი აქვთ განსაზღვრული - აუქციონი 19 დეკემბერს გამოცხადდა და 28 დეკემბერს სრულდება. სამაგიეროდ, აუქციონში გამარჯვებული კომპანია რეკლამის განთავსების გრძელვადიან - 20-წლიან უფლებას მიიღებს.
სატენდერო...
წინა სტატია
თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ საახალწლოდ გამოყოფილი 1 778 800 ლარიდან, ძირითადი ნაწილი მომღერლების ჰონორარებზე დაიხარჯება. როგორც კალაძემ განმარტა, ჩატარდა გამარტივებული შესყიდვა, რადგან მომღერლების მომსახურებას მერია ტენდერით ვერ შეისყიდდა.
"საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებით გამარტივებული შესყიდვა იყო მოთხოვნილი და გუშინ, სხვათა შორის, ამაზე შეკითხვაც დაისვა საკრებულოს სხდომაზე. უბრალოდ, ვინც შეკითხვა დასვა, აღარ დაესწრო სხდომას და ვერ შევძელი პასუხი...
წინა სტატია
თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ 28 დეკემბრიდან 13 იანვრის ჩათვლით პირველი რესპუბლიკის მოედანზე ყოველდღიურად კონცერტები, თეატრალური წარმოდგენები და გასართობი შოუები გაიმართება. მისი თქმით, 28 დეკემბერს 8 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ქალაქის მთავარ ნაძვის ხესთან მერია საახალწლო სოფელს გახსნის.
როგორც კალაძემ განაცხადა, თოვლის ბაბუაც გზაშია და თბილისში 28 დეკემბერს ჩამოვა.
"დღეს მქონდა კომუნიკაცია და "სკაიპით“ ვესაუბრე თოვლის ბაბუას. გზაშია და ძალიან...
წინა სტატია
თბილისის მერის კახა კალაძის ინფორმაციით, ტაქსების რეფორმის მიზანი ტაქსის მომსახურების სერვისის გაუმჯობესებაა. როგორც დედაქალაქის მერმა თბილისის საკრებულოში 2019 წლის ბიუჯეტის განხილვისას განაცხადა, აღნიშნული რეფორმის პარალელურად, მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმება საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარების კუთხით, რათა მოქალაქეებისთვის მეტროთი და ავტობუსით გადაადგილება ბევრად კომფორტული იყოს.
"ის ნაბიჯები, რომელიც პირველ ეტაპზე გადაიდგა, სწორედ იმის საწინდარია, რომ ამ სერვისით მომსახურება საუკეთესო იყოს. იყო მცდელობა, რომ ჩემი განცხადების...
თბილისის ვიცემერმა ირაკლი ხმალაძემ დედაქალაქის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატის დათო ჟღენტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომ დედაქალაქში ავარიული კორპუსების პრობლემა დგას და მერია ამაზე თანხებს ვერ დაზოგავს.
"ავარიული კორპუსების შესახებ გვაქვს ასეთი მდგომარეობა - 2018 წელს დაგეგმილი იყო 18 მილიონი ლარის დახარჯვა, რომელიც შემდგომში სატენდერო ეკონომიების გზით შემცირდა. ზოგადად, ავარიული კორპუსების გამაგრების დაფინანსება ხდება წესით, რომელიც დამტკიცებულია საკრებულოს მიერ. ჩვენ შეგვიძლია, ერთი...
წინა სტატია
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის საკრებულოში განაცხადა, რომ დედაქალაქში „ხრუშჩოვკების“ ჩანაცვლების მიზნით, ორი საპილოტე პროექტის განხორციელება იგეგმება.
"რა თქმა უნდა, დავიწყებთ ამ პროექტების განხორციელებას. თუმცა პირველ ეტაპზე არსებობს გარკვეული სირთულეები: თქვენ იცით, რომ თუ არ არის ავარიულ "ხრუშჩოვკებში“ მცხოვრები მოსახლეობის 100 პროცენტის თანხმობა, შეუძლებელია ამ ადამიანების გამოყვანა და ახალი პროექტის განხორციელება. ამის მიუხედავად, ჩვენ გვაქვს გარკვეული მიდგომები, მზად ვართ,...
წინა სტატია
თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ტაქსებისთვის გამოყოფილ უფასო საპარკინგე ადგილებზე ხშირად სხვა ავტომობილებია გაჩერებული, რაც მისი თქმით, უნდა დარეგულირდეს. კახა კალაძემ მერიის შესაბამის სამსახურებს მონიტორინგის გამკაცრებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ნებისმიერ რეფორმას ეკარგება ფასი, თუ იგი კარგად არ აღსრულდა.
"ეს დასარეგულირებელია. რაღაც გადაწყვეტილებას რომ ვიღებთ, ის თუ აღსრულებაში კარგად არ განვახორციელეთ, მაშინ იმ რეფორმას საერთოდ დაკარგული აქვს...
წინა სტატია
თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის საკრებულოში განაცხადა, რომ დიღმის ჭალების პროექტის პრეზენტაცია უახლოეს მომავალში შედგება. როგორც კალაძემ აღნიშნა, თბილისში კიდევ ერთი პარკი გაშენდება.
"უკვე გვაქვს დიღმის ჭალების პროექტი. უახლოეს მომავალში გავაკეთებთ პრეზენტაციას. ძალიან მაგარი პროექტი გამოდის და კიდევ ერთი საქალაქო პარკი შეემატება ქალაქს. ამ პროექტის განხორციელებას მომავალ წელს ვიწყებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ დიღმის ჭალებში სარეკრეაციო ზონის მოწყობას წინა მერი დავით ნარმანიაც...
თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ ვაკის რაიონში, ჭავჭავაძის გამზირს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება. მისი თქმით, რეაბილიტაციის ფარგლებში გამოიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები და განათებები. ამასთან, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და როგორც მერმა აღნიშნა ჭავჭავაძის გამზირი იქნება მოწესრიგებული.
მისივე თქმით, 2019 წელს ფინანსთა სამინისტროდან დამატებით მიღებული თანხებით, თბილისის მერია ფიროსმანის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებსა და თანამედროვე სტანდარტის ნაგავსაყრელის პოლიგონის მოწყობას დაიწყებს.
ასევე, როგორც კალაძემ...
წინა სტატია
თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის საკრებულოს 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნისნა, რომ მომავალი წლის ბიუჯეტში მნიშვნელოვანი პროექტებია გათვალისწინებული.
"მართლაც უმნიშვნელოვანესი პროექტებია გათვალისწინებული 2019 წლის ბიუჯეტში. 2019 წლის ბიუჯეტის ოდენობა აღემატება 2018 წლისას, რაც მეტყველებს იმაზე, რომ 2019 წელი მუნიციპალიტეტისთვის კიდევ უფრო აქტიური და შედეგიანი იქნება. უფრო მეტი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას შევძლებთ დედაქალაქისთვის. წლევანდელი...
წინა სტატია
სტატიის გაგრძელება
თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა რომ ე.წ. ბასლეინებთან დამრღვევი მძღოლების დასაჯარიმებლად, შესაძლოა, კამერები დააყენონ, ხოლო ველობილიკებზე წესების დარღვევისთვის ჯარიმები გაიზარდოს.
"სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში მნიშვნელოვანი ცვლილებები იგეგმება. როდესაც ინფრასტრუქტურული ცვლილებები ხორციელდება, მაქსიმალურად ვითვალისწინებთ უცხოელი ექსპერტების რჩევებს, თუ რა და როგორ უნდა გაკეთდეს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა იყოს შეუფერხებელი, სწრაფი და შემთხვევით არ არის, რომ ჩვენ ავტობუსებისთვის სპეციალური...
მარშალ გელოვანის გამზირზე ორდონიანი სატრანსპორტო კვანძის სამშენებლო სამუშაოების გამო, 26 დეკემბერს, ღამის 01:00 საათიდან 06:00 საათამდე საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტება.
როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, მარშალ გელოვანის გამზირზე (დასავლეთ საქართველოდან თბილისის მიმართულებით) და თბილისიდან დასავლეთ საქართველოს მიმართულებით შეიზღუდება საავტომობილო მოძრაობის ერთი ზოლი.
დედაქალაქის ცენტრისკენ მიმავალი ავტოსატრანსპორტო ნაკადი გადაადგილებას კი შემოვლითი გზით, ვაშლიჯვრის დასახლების გავლით შეძლებს.
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































