თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ ვაკის რაიონში, ჭავჭავაძის გამზირს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება. მისი თქმით, რეაბილიტაციის ფარგლებში გამოიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები და განათებები. ამასთან, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და როგორც მერმა აღნიშნა ჭავჭავაძის გამზირი იქნება მოწესრიგებული.
მისივე თქმით, 2019 წელს ფინანსთა სამინისტროდან დამატებით მიღებული თანხებით, თბილისის მერია ფიროსმანის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებსა და თანამედროვე სტანდარტის ნაგავსაყრელის პოლიგონის მოწყობას დაიწყებს.
ასევე, როგორც კალაძემ განაცხადა, დაგეგმილია ორი მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობა ვარკეთილსა და დიდ დიღომში. გარდა ამისა, გლდანში, ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩების სრული რეაბილიტაციაც იგეგმება.