მარშალ გელოვანის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა დროებით გადაიკეტება

693

მარშალ გელოვანის გამზირზე ორდონიანი სატრანსპორტო კვანძის სამშენებლო სამუშაოების გამო,  26 დეკემბერს, ღამის 01:00 საათიდან 06:00 საათამდე საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტება.

როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, მარშალ გელოვანის გამზირზე (დასავლეთ საქართველოდან თბილისის მიმართულებით) და თბილისიდან დასავლეთ საქართველოს მიმართულებით შეიზღუდება საავტომობილო მოძრაობის ერთი ზოლი.

დედაქალაქის ცენტრისკენ მიმავალი ავტოსატრანსპორტო ნაკადი გადაადგილებას კი  შემოვლითი გზით, ვაშლიჯვრის დასახლების გავლით შეძლებს.