სამცხე–ჯავახეთში საახალწლო ღონისძიებებისთვის 292 602 ლარი დაიხარჯება

1087

სამცხე–ჯავახეთის ექვსივე მუნიციპალიტეტში საახალწლო განათებების, აქსესუარებისა და ღონისძიებების მოსაწყობად 292 602 ლარი გაიწერა. რეგიონის მასშტაბით ყველაზე მეტ თანხას ბორჯომი, ყველაზე ცოტას კი ადიგენი ხარჯავს. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

სამცხე–ჯავახეთის ექვსი მუნიციპალიტეტიდან ახალი წლის ღონისძიებებისთვის ტენდერი მხოლოდ სამმა, ახალციხის, ადიგენისა და ბორჯომის მერიებმა გამოაცხადეს. ნინოწმინდის, ახალქალაქისა და ასპინძის მერიამ კი პირდაპირი შესყიდვის წესით ხელშეკრულება სხვადასხვა კომპანიასა თუ ფიზიკურ პირთან გააფორმა.